ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 23 » იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში    

14:27:38
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში — ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში. 1972 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის დეკლარაცია (ძალაში 1975 წელს შევიდა), რომელსაც ესპანეთი 1982 წლის 4 მაისს შეუერთდა. ესპანეთის კულტურა გამორჩეულად მრავალფეროვანია — იგი მოიცავს კელტური, იბერიული, რომაული, მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების ელემენტებს. 2009 წლის მონაცემებით ესპანეთში 41 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და იგი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით. 1984 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ესპანეთი მიუერთდა დეკლარაციას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუერთდა 5 ესპანური ძეგლი:

1.ალჰამბრა და ხენერალიფე გრანადაში.
2.ბურგოსის კათედრალი,
3.კორდობა,
4.ესკორიალი,
5.ანტონიო გაუდის ქმნილებები.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 878 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,6 % ესპანეთის წილია.    აქედან:
36 კულტურული ობიექტია
3 ბუნების ობიექტია (გარახონაის ეროვნული პარკი, დონიანას ეროვნული პარკი და ტეიდეს ეროვნული პარკი)
2 შერეული ტიპის ობიექტია (იბიცა და მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი) 


ალჰამბრა

ალჰამბრა- მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ გრანადის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკიან ტერასაზე. შედგება მეჩეთის, სასახლისა და ციხესიმაგრისაგან. აშენდა XIV საუკუნეში, როგორც მავრი მმართველების რეზიდენცია და წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის მუზეუმს. შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Imagen enviada
Imagen enviada
Imagen enviada

ხენერალიფე

ხენერალიფე– XIII–XIV საუკუნეების გრანადის მმართველი ნასრიდების დინასტიის ყოფილი ქალაქგარეთა რეზიდენცია. ხენერალიფეს ბაღები მდებარეობს სერო-დელ-სოლის ბორცვზე. მასთან ახლოს მდებარეობს ციხესიმაგრე ალჰამბრა და ალბაისინის დასახლებული რაიონი, რომელტან ერთადაც 1984 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, როგორც „შუა საუკუნეების არაბული სამეფო რეზიდენციების ფასდაუდებელი მაგალითი".
Imagen enviada
Imagen enviada

ალბაისინი
ალბაისინი- თანამედროვე ქალაქ გრანადის ერთ-ერთი რაიონი. ქალაქის ეს რაიონი 1994 წლიდან შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში.
Imagen enviada

ბურგოსის საკათედრო ტაძარი

ბურგოსის კათედრალი (ესპ. Catedral de Burgos) - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ესპანეთის ქალაქ ბურგოსში. საძირკველი ჩაეყარა 1221 წელს, როგორც კასტილიის საკათედრო ტაძარს. მშენებლობა დასრულდა XV-XVI სს. ტაძარი წარმოადგენს ესპანური გოთიკის ყველაზე უფრო ბრწყინვალე ძეგლს. მისი გიგანტური თაღედი გახდა ძირითადი ატრიბუტი ესპანურენოვანი მსოფლიოს მონასტრებისთვის (განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში).

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1221 წლის 20 ივლისს, ყოფილი რომაული ტაძრის ადგილზე კასტილიის მეფის ფერდინანდ III-ის ბრძანებით.
1919 წელს ეკლესიაში დაასაფლავეს ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდ კამპეადორი და მისი მეუღლე დონია ხიმენა.
1984 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
Imagen enviada
Imagen enviada

ქალაქ კორდობის ისტორიული ცენტრი

ქალაქის ცენტრს შენარჩუნებული აქვს ძველი არქიტექტურული დაგეგმარება. განაშენიანებულია მავრიტანული ეპოქის დროინდელი დაბალი ერთსართულიანი სახლებით, რომელთაც ყრუ ფასადები და გამწვანებული შიდა ეზოები (პატიო) აქვთ.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
რომაული ხანის ხიდი.
არაბული კოშკი კალაორა.
ტაძარი (758 წ. 1236 წლამდე მეჩეთი).
სან-ნიკოლასის ეკლესია (XIII-XVI სს.).
სინაგოგა (1315 წ.).
რატუშა (1594–1631 წწ.).
XVIII საუკუნის რენესანსული სასახლეები, მოედნები.
Imagen enviada
Imagen enviada
Imagen enviada

ესკორიალი

ესკორიალი (ესპ. Monasterio San Lorenzo de El Escorial) - მონასტერი, სასახლე და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეზიდენცია. მას უწოდებენ: "მსოფლიოს საოცრებას", "მონოტონურ სიმფონიას ქვაში" და "არქიტექტურულ კოშმარს".
მონასტერის ისტორია იწყება 1557 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ფილიპე II-მ დაამარცხა ფრანგები სენტ-კატენის ბრძოლაში. ეს მოხდა სან ლორენცოს (San Lorenzo) ხსენების დღეს. ფილიპე II-მ სწორედ ამ წმინდანის საპატივსაცემოდ ააგო ესკორიალის მონასტერი.
მონასტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1563 წელს. მშენებლობა გრძელდებოდა 21 წელი. მონასტრის მთავარი არქიტექტორი იყო მიქელანჯელოს მოსწავლე ხუან ბაუტისტა დე ტოლედო, ხოლო მსი სიკვდილის შემდეგ 1569 წელს, მშენებლობა გააგრძელა და დაასრულა ხუან დე ერერამ.
1984 წელს ესკორიალის მონასტერი შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
Imagen enviada
Imagen enviada

ანტონიო გაუდის ნამუშევრები

Imagen enviada

Imagen enviada

ალტამირის მღვიმე
ალტამირის მღვიმე (ესპ. Altamira — მაღალი ხედი) — მღვიმე ესპანეთში, განთქმული ზემო პალეოლითის პერიოდის კედლის მხატვრობით. მღვიმე 295 მეტრის სიგრძისაა და მდებარეობს დასახლება სანტილანა დელ მარის სიახლოვეს, კანტაბრიაში, 30 კილომეტრში ქალაქ სანტანდერის დასავლეთით. მისი კედლები მოხატულია ველური ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ხელების ფერადი და პოლიქრომული გამოსახულებებით. მღვიმე ნახატებიანად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

Imagen enviada

Imagen enviada

ქალაქ ოვიედოს და ასტურიის სამეფოს ღირსშესანიშნაობები

Imagen enviada

ავილა

ავილა- ქალაქი ესპანეთში, ავილას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ადახოს (დურეოს შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ესაა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პროვინციის დედაქალაქი ესპანეთში. ქალაქის ღირსშესანიშნაობები და მთლიანად ქალაქი 1985 წლიდან შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში.

Imagen enviada

Imagen enviada

ძველი ქალაქი სეგოვია და სეგოვიის აკვედუკი

სეგოვია (ესპ. Segovia) - ქალაქი ესპანეთში, კასტილიისა და ლეონის ავტონომიურ რეგიონში. სეგოვიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდინარეებს ერესმასა და კლამორესს შორის. მდებარეობს მადრიდიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 90 კილომეტრზე. სეგოვია ტოლედოსთან და ავილასთან ერთად არის ქალაქი-მუზეუმი, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის გარშემო მდებარეობს. ქალაქის ღირსშესანიშნაობები და მთლიანად ქალაქი 1985 წლიდან შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში.

სეგოვიის აკვედუკი (ესპ. Acueducto de Segovia) — ყველაზე გრძელი ძველრომაული აკვედუკი შემონახული დასავლეთ ევროპაში. მდებარეობს ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში. მისი სიგრძეა 728 მ, სიმაღლე—28 მ. წარმოადგენს მრავალკილომეტრიანი წყალსადენის მიწისზედა მონაკვეთს. აკვედუკის აგების თარიღი სადაოა (სავარაუდოდ ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში). შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.Imagen enviadaImagen enviada

 


წყაროhttp://www.laprensaibericaforo.com/index.php?/topic/40-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 7473 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика