ფრინველთა დამცველებმა უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, საფრანგეთიდან და მალტიდან გამოაცხადეს იშვიათი ფრინველების მკვლელობის საწინააღმდეგო კამპანიის შექმნა, „ამ ფრინველთა გადაშენება უკანონო ნადირობის, ასევე ფერმერების მიერ გამოყენებული შხამების გამო ხდება,"- იუწყება ფრინველთა საერთაშორისო საზოგადოების დაცვის ორგანზიაცია Bird Life International (BLI).
„ბოლო დროს, 5 ევროპული ქვეყანა ფრინველთა უკანონო მკვლელობის შემთხვევის წინაშე დადგა. ფრინველთა ხშირი სიკვდილიანობის მიზეზი გამოყენებული შხამები, ხაფანგებია. გარდა ამისა, შხამების დოზა ხშირ შემთხვევაში, რეკომენდირებულ ნორმას აღემატება," – ნათქვამია განცხდებაში.
BLI იუწყება, რომ უნგრეთის ორნიტოლოგები წააწყდნენ იმ შემთხვევას, როცა იშვიათი მტაცებელი ფრინველები მასობრივად იწამლებოდა. ორნიტოლოგებმა საფუძველი ჩაუყარეს კამპანიას, რომელიც დაადგენს ფრინველთა სიკვდილის მიზეზებსა და პრევენციებს. გარდა ამისა, უნგრეთის BLI-ს სამმართველო პროექტ „ სიცოცხლე +" (Life +) ის კოორდინატორი გახდა, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს. პროექტის მიზანია შეინარჩუნოს უნგრეთში არწივების პოპულაცია და მასზე უკანონო ნადირობას ებრძოლოს.
ფრინველთა დამცველები საბერძნეთსა და კვიპროსში ამტკიცებენ, რომ მღრღნელების საწინააღმდეგო შხამების ხშირმა გამოყენებამ გრიფინების პოპულაციის რიცხვის შემცირება გამოიწვია და ზოგან ამ სახეობის ფრინველები საერთოდ გადაშენდა.
ამავდროულად, საფრანგეთის მოსახლეობის მიერ ვირთხებისა და თაგვების საწინააღმდეგო ტოქსიკური შხამების გამოყენებამ ძერების დაღუპვას შეუწყო ხელი. ფრინველთა დამცველები გვახსენებენ, რომ საფრანგეთში ევროპის ფრინველთა პოპულაციის 58%-ია, ამიტომ სწორედ ეს ქვეყანაა ფრინველთა ამ სახეობის გადარჩენაზე პასუხისმგებელი.
მალტის ორნიტოლოგებს ბრაკონიერებისგან ფრინველთა დაცვა უხდებათ. მოცემული სტატიის მონაცემებით, გასულ წელს მალტაში დააკავეს 751 ბრაკონიერი, ხოლო გაზაფხულზე უკანონო ნადირობის 730 შემთხვევა დაფიქსირდა.
უსაფრთხოების ამ პროგრამებში შედის ორგანიზაციების მუშაობა მოსახლეობასთან, დაცული ტერიტორიების ნებაყოფლობითი პატრულირება, რათა თავიდან აიცილონ ბრაკონიერობის შემთხვევა. ორნიტოლოგები ასევე მოელიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და ქიმიკატების გამოყენების აკრძალვას.
ხატია გოგოხია