"ჩვენ, მეთევზეები, თევზებივით ვართ, - უწყლოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია, არც ცხოვრებას აქვს ფასი ისე"გამიგია, თევზაობა ისეთი აზარტულია, რომ დროის შეგრძნებას გაკარგვინებს კაცს. მძაფრი შეგრძნების გარეშე ცხოვრება დიდად მომხიბვლელი მართლაც ვერ უნდა იყოს და ამიტომ სიამოვნებით გავიცანი პალიასტომის ტბის უშიშარი მეთევზე. მის თვალებშიც აზარტი და სიკვდილთან ჯიბრი ჩანდა - რაღაც დიდგულად გასცქეროდა პალიასტომს და უცნაურად იღიმოდა...
- თქვენზე თქვეს, ტოგო მირცხულავასავით პალიასტომში ბადეს ვერავინ ისვრისო. - რომ გითხრა, არა-მეთქი, არ გამოვა... კაი ხანია, აღარ ვითვლი, რამდენი დღე და ღამე მაქვს გატარებული წყალში. ახალგაზრდობაში სეინერით ვაპირებდი