დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის ტერიტორიაზე ცოფის შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელი არაკეთილსაიმედო კერად გამოაცხადა და ორთვიანი კარანტინი დააწესა.
სოფელში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად 7-კაციანი კომისია შეიქმნა.