როგორც წესი, მტკიცებულების გარეშე არაფრის მჯერა. სასწაულის - მით უმეტეს. საინტერესო პროფესიაა ჟურნალისტიკა.
სულ რომ არ ველოდი ისე, "*****-ს" სასადილოში კახი კავსაძესთან და თემურ ჭკუასელთან ერთად ვზივარ და შემთბარ ხაჭაპურს ვახრამუნებ. უშაქრო ყავასაც ვსვამ და ათას რამეზე ვლაპარაკობთ.
სალაპარაკო თემა? რამდენიც გინდა - პოლიტიკა, ჟურნალისტიკის კრიზისი, ახალი დოკუმეტური ფილმის "ნეტავი იქ თეატრი არის?" განხილვა და სასწაულის ფენომენი.
მაინც არ მჯერა სასწაულების...