ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 30 » სიკეთის სასწაული    

23:55:11
სიკეთის სასწაული
სიკეთის სასწაული
სიკეთის სასწაულიროგორც წესი, მტკიცებულების გარეშე არაფრის მჯერა. სასწაულის - მით უმეტეს. საინტერესო პროფესიაა ჟურნალისტიკა. 
სულ რომ არ ველოდი ისე, "*****-ს" სასადილოში კახი კავსაძესთან და თემურ ჭკუასელთან ერთად ვზივარ და შემთბარ ხაჭაპურს ვახრამუნებ. უშაქრო ყავასაც ვსვამ და ათას რამეზე ვლაპარაკობთ. 

სალაპარაკო თემა? რამდენიც გინდა - პოლიტიკა, ჟურნალისტიკის კრიზისი, ახალი დოკუმეტური ფილმის "ნეტავი იქ თეატრი არის?" განხილვა და სასწაულის ფენომენი.
მაინც არ მჯერა სასწაულების...

 

- ერთი ამბავი უნდა მოგიყვე, - მეუბნება კახი... მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ბავშვობიდან, კახი კავსაძე კი პირველად მხედავს. ისე იქცევა თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვართ და ეს თავისუფლებას მანიჭებს… შემჩნეული მაქვს, ასე მხოლოდ დიდბუნოვანი ადამიანები იქცევიან. 
- ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება... ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა...
დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო... ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ზემოთ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდო...
ძვლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ...  ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. აინ, ცვაინ, დღაინ, ნდღვა მუნდღვა, დღინ დღუნ... (კახიმ გერმანული არ იცის, მაგრამ არტისტია, გერმანელებს ბაძავს) ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს… თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის… გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი...
სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება...
შეკრული მუშტი გაშალა კახიმ...
როგორც წესი, მტკიცებულების გარეშე არაფრის მჯერა. სასწაულის - მით უმეტეს. სამაგიეროდ, სიკეთის ძალის მჯერა და იმისაც, რომ სიკეთეა სასწაული...



წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/khathuna-paitcadzis-blogi/11807-sikethis-sastsauli.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1786 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 temuri85   (02.04.2012 01:03:01) [მასალა]
166 166 166 166 166

0   Spam
4 chibati   (02.04.2012 00:01:46) [მასალა]
10 10

0   Spam
3 ramazi_777_   (31.03.2012 12:22:14) [მასალა]
10 10 166 166

0   Spam
2 nugomonadire   (31.03.2012 02:25:46) [მასალა]
იმიტომ გადარჩი ჩვენო პატივცემულო კახი, რომ უწმინდესმა დაგლოცა. კიდევ იმიტომ რომ ამდენ ხალხს უყვარხარ და ბოლოს ყველაზე მთავარი _ შენს აწ განსვენებულ მეუღლეს იმდენი წლების მანძილზე სიყვარულით რომ უვლიდი, დავრდომილს და საწოლზე მიჯაჭვულს _ სწორედ რომ ამის გამო დაუშვა უფალმა შენს თავზე ასეთი სასწაული. ღმერთმა გაცოცხლოს დიდხანს...

0   Spam
1 merabnozadze   (31.03.2012 02:00:57) [მასალა]
მადლი ქენი............................. 23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика