ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 30 » მსოფლიოს 6 თვალწარმტაცი ჭაობი    

01:34:47
მსოფლიოს 6 თვალწარმტაცი ჭაობი
მსოფლიოს 6 თვალწარმტაცი ჭაობი
ვებგვერდმა oddstuffmagazine-მ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და თვალწარმტაცი ჭაობების ნუსხა წარმოადგინა. 

ჭაობი პანტანალი, ბრაზილია, პარაგვაი და ბოლივია: პანტანალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაობია. ის ბრაზილიაში, მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს და ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც ვრცელდება.

ნაკრძალის ფართობი 140 000- დან 195  000 კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს. პანტანალი წყლის უდიდესი აუზია. პანტანალის ნაკრძალის დაახლოებით 80% წვიმის სეზონის დროს იძირება. აუზში წყლის დონე 2-დან 5 მეტრამდე იზრდება.

პანტანალი ნესტიან ტერიტორიაზე მდებარეობს და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. ამ ტერიტორიაზე განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე იზრდება.

კანდაბას ჭაობი, ფილიპინები: კანდაბას ჭაობი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში, პამპანჯას პროვინციაში მდებარეობს. წვიმის სეზონზე ტერიტორია წყლით იტბორება, თუმცა ნოემბრიდან აპრილის თვემდე შრება და ჭაობს ადგილობრივები სამეურნეო ფართობად იყენებენ, სადაც ბრინჯსა და საზამთროს თესავენ.

კანდაბას ჭაობი წვიმის სეზონზე ბუნებრივი წყლის აუზად იქცევა. ჭაობი 32 000 ჰექტარზეა გადაჭიმული და მინდვრითაა გარშემორტყმული.

ტიგრის-ევფრატის ჭაობი, დასავლეთ აზია: ეკორეგიონი ორი დიდი მდინარით, ტიგრითა (ტიგროსი) და ევფრატით ხასიათდება. მდინარეებს რამდენიმე პატარა შენაკადი აქვთ, რომელიც ტბებსა და ჭაობებს ქმნიან. ტიგროს-ევფრატის უზარმაზარი ჭაობი დასავლეთ აზიაში მდებარეობს.

რეგიონში სუბტროპიკული კლიმატი ვრცელდება. ჭაობიანი მიწა სხვადასხვა სახეობის ფრინველის, მცენარისა და ცხოველის სახლია. ტერიტორიაზე ბინადრობს კამეჩი, ანტილოპები, ქურციკები, პატარა ცხოველები და ძუძუმწოვრები.

ლა დიგუს ჭაობი, სეიშელი: ლა დიგუ სიდიდით მეოთხე უდიდესი კუნძულია სეიშელის კუნძულებს შორის.კუნძულზე დაახლოებით, 2 000 ადამიანი ცხოვრობს.

ტერიტორია 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. კუნძულზე მდებარე სხვადასხვა მცენარით გარშემორტყმული ჭაობი თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ატჩაფალაია, ლუიზიანა, შეერთებული შტატები: ატჩაფალაიას ჭაობი ყველაზე დიდი ჭაობია შეერთებულ შტატებში. ის ლუიზიანას სამხრეთით მდებარეობს.

ატჩაფალაია უნიკალურია ლუიზიანას აუზებს შორის, რადგან მას აქვს მზარდი დელტა სისტემა. ატჩაფალაიას აუზი გარშემორტყმულია მდინარის დაბლობით, შევსებულია მდინარის შენაკადითა და ჭაობით. 2 410 კვადრატული კილომეტრის ფართობის ჭაობი შტატებში ყველაზე მასშტაბურია. ტერიტორიაზე მდებარე ტყეში კი დათვები ბინადრობენ.

ოკავანგოს ჭაობი, ბოტსვანა: ოკავანგოს დელტა, ან ოკავანგოს ჭაობი ბოტსვანაში მდებარეობს. ოკავანგოს დელტა სეზონური წვიმების შედეგად დატბორვით საზრდოობს. ტერიტორიაზე უამრავი გარეული ცხოველი ბინადრობს და ტურისტებში ძალიან პოპულარულია. წყალში 71 სახეობის თევზი ბინადრობს.

მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით. 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/50291-msoflios-6-thvaltsarmtaci-tcaobi.html#ixzz1qXn6hdcd


წყარო
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 3434 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика