ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბავრასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი მასიურად 10 მარტს გამოიყარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ ღარსლიანის თქმით კი აღნიშნულთან დაკავშირებით მან და ედიკ ბერიკიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დამცველებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა გახდა თევზის მასიური გამორიყვის მიზეზი – “ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს“, – უთხრა ღასლიანმა “სამხრეთის კარიბჭეს”.