იღუპებიან თუ არა ფუტკრები კბენის შემდეგ? არის თუ არა სველი ცხვირი, ძაღლის ჯანმრთელობის ნიშანი? ყოველთვის შველის თუ არა კატას თათები?...
ვამსხვრევთ ფართოდ გავრცელებულ მითებს ცხოველების შესახებ, რომლებიც უმრავლესობას მართალი ჰგონია.
მითი №1. ფუტკარი კბენის შემდეგ, კვდება.
ფაქტი: ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით, 2 000 სახეობის ფუტკარი არსებობს, მაგრამ მათგან, მხოლოდ ერთი სახეობის ფუტკარი იღუპება კბენის შემდეგ.
მითი №2. კატა ყოველთვის თათებზე ეცემა.
ეს ტყუილია, რომლის გამოც უამრავი კატა დაზარალდა.
ფაქტი: ფრენის დროს, კატა სხეულს მდებარეობის კორექტირებას ახდენს, მაგრამ ეს არ შველის და ყოველთვის თათებზე არ ეცემა. ვარდნის მცირე დროის გამო, ის ყოველთვის ვერ ასწრებს დახტომისთვის მომზადებას.
მითი №3. ხმელეთზე ნიანგი სწრაფად ვერ მოძრაობს.
წყალი – ნიანგის სტიქია არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყარ მიწაზე, მას რაიმე პრობლემა აქვს, მოძრაობასთან დაკავშირებით.
ფაქტი: ნიანგი ადამიანზე სწრაფად დარბის. ამიტომ, ნუ მოდუნდებით, თუ შემთხვევით, ხმელეთზენიანგს შეხვდებით.
მითი №4. აქლემს კუზი წყლის მარაგის შესანახად აქვს.
ფაქტი: აქლემის კუზებში წყალი არ არის. იქ ქონის მარაგია, რომელიც 3 კვირის მანძილზე შეიძლება ეყოს ცხოველს, საკვების უქონლობის შემთხვევაში.
მითი №5. ასაკოვან ძაღლს ახალი ბრძანების შესწავლა არ შეუძლია.
ფაქტი: სწავლა შესაძლებელია, მაგრამ, ამისთვის მწვრთნელს უნდა მიმართოთ.
მითი №6. ბუ – ძალიან ჭკვიანი ფრინველია.
ფაქტი: ასეთი აზრი, ბუს სერიოზული გარეგნობით არის გამოწვეული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფრინველებს შორის, ყველაზე ჭკვიანები ყვავები არიან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბევრ ძუძუმწოვარზე ჭკვიანებიც კი არიან.
მითი №7. ბარტყი რომელიც ადამიანს ხელში ეჭირა, სუკვდილისთვის არის განწირული, რადგან დედა მას ბუდიდან გადააგდებს.
ფაქტი: ფრინველებს სუსტად აქვთ განვითარებული ყნოსვის ორგანო. ამიტომ, მათ იმის გაგება არ შეუძლიათ, ვინმეს ეჭირა თუ არა ხელში ბარტყი.
მითი №8. ძაღლის სველი ცხვირი – მისი ჯანმრთელობის გარანტია არის.
ფაქტი: ცხოველის მშრალი ცხვირი არ არის ავადმყოფობის სიმპტომი. ცხვირის სისველე იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიური არის ცხოველი. პასიურ ცხოველს, ცხვირი ყოველთვის მშრალი აქვს. ამასთან, ძაღლის ჯიშიც არის გასათვალისწინებელი.
მითი №9. ღამურა უსინათლო ცხოველია.
ფაქტი: ღამურების ბევრ სახეობას ძალიან კარგი მხედველობა აქვს. თუმცა, ისეთებიც არიან, ცუდად რომ ხედავენ, მაგრამ სრულიად უსინათლოები არ.
მითი №10. ჩვეულებრივი ჩოქელას მამრი, გამრავლების ფუნქციის შესრულების შემდეგ, დაღუპვისთვის არის განწირული, რადგან მას მდედრი ჭამს.
ფაქტი: მსგავსი თვისება არ არის მწერების ამ სახეობისთვის დამახასიათებელი. თუმცა, გამონაკლისის სახით, შეიძლება ასეც მოხდეს.
წყარო: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/74308-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AA%E1%
|