ძველ საქართველოში სწამდათ, რომ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად ხდებოდა შემთხვევა, როდესაც ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის, ერთ-ერთი ლეკვი გამოიჩეკებოდა ხოლმე. ამ ლეკვს ხალხი ყურშად მოიხსენიებდა - ნახევრად ორბი და ნახევრად ძაღლი. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი გამოდიოდა.