ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » თებერვალი » 26 » !!!    

18:00:49
!!!
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხვალ 27 თებერვალს, ლანხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის გამო, საკითხის განსახილველად მოწვეულია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კოლხეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა, რათა განიხილონ და საქართველოს პარლამენტის წინაშე დააყენონ საკითხი: კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შემავალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიის გამოყოფისთვის და ამ ტერიტორიაზე მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსით დაცულ ტერიტორიად ჩამოყალიბების შესახებ. როგორც მოსახლეობა აცხადებს ისინი წინააღმდეგნი არ არიან სიახლეების და ზოგადად ნოვაციების, მაგრამ მიაჩნიათ რომ ლანჩხუთლების დღევანდელი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული პარკის მკაცრ რეგულაციებს, რის გამოც ისინი გამოთქვამენ უკმაყოფილებას და მოითხოვენ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოც წლიანი ბრძოლა და წერტილი დაესვას ამ საკითხს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. P.S. იმის დამატება შეიძლება მხოლოდ, რომ ეს არამარტო ლანჩხუთლების პრობლემაა, არამედ ყველა იმ მონადირის, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ნადირობით ტკბობა ამ ულამაზეს ადგილებში და მომავალშიც აპირებს ინადიროს, რათქმა უნდა კანონის ფარგლებში.

წყაროhttp://krimanjuli
ნანახია: 1616 | დაამატა: krimanjuli | ტეგები: !!! | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 15
0   Spam
15 გოჩა55   (12.04.2018 21:03:09) [მასალა]
არ გვაცლიან ნადირობას 167 167 167

0   Spam
14 firali81   (04.03.2018 14:50:35) [მასალა]
ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი.

0   Spam
13 butatino   (03.03.2018 17:35:58) [მასალა]
ცდილობენ გაგაქციონ ამ ქვეყნიდან

0   Spam
12 butatino   (03.03.2018 17:34:38) [მასალა]
დაგვირიგონ თოკები და ჩამოგვახრჩონ ბარემ ისედაც გამწარებულ ხალხს არაფერი რომ არ გვახარებს ამ ქვეყანაში, არჩევნები ბიზიკო არჩევნები რომ ხაზავთ ამ 41 ნომერს გასაყრელია ეს ნაგავი ხალხი

0  
11 ზურა333   (02.03.2018 18:06:00) [მასალა]
კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობა ადრეც აკრძალული იყო კანონმდებლობით, მაგრამ გედეი თვალს ხუჭავდა წყალმცურავებზე ნადირობის ფაქტებზე. ნადირობის სეზონზე არც ტურისტია იქ და არავინ. როგორც ფოთში მითხრეს ეს განსაკუთრებული აკრძალვები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ევროპა არა კვახი, ვერ გაიგეთ ბიძინასი რომაა დღეს საქართველო და რასაც უნდა იმას უზამს. გადათხარა მთელი აჭარა და გურია, ბიუჯეტის ხარჯზე უფართოებენ გზებს ხეებისთვის, რაჭაში ტყეები გაჩეხა, იქეთ საყდრისი ააფეთქა, თბილისში სასწაულებს სჩადის, ენერგეტიკის დიდი ნაწილი მისი ბიტკოინების გამომუშავებაზე მიდის შეღავათიან ფასად, ახლა ფიტარეთის მონასტერთან იწყებს აფეთქებებს მისი არემჯი გოლდი და რავიცი კიდე რამდენი ვანდალური ფაქტია, ხმას კი არავინ იღებს, რადგან ეშინიათ სამსახურები არ დაკარგონ ან რამე ბიზნესი არ გაუნადგურონ... მთავრობა დღეს ბიძინას გარეშე არაფერს წყვიტავს. ასე რომ თუ აქვს იმ კაცს ნათქვამი რომ არ შეუშვათ მონადირეებიო - არ შეგვიშვებენ... ეს მუშა ჯგუფების და რამე კომისიების შექმნა თვალებში ნაცრის შეყრა და დროს გაყვანაა მეტი არაფერი...

0   Spam
10 cefalitto   (01.03.2018 23:39:25) [მასალა]
თოფი არ გამისვრის წელს საერთოდ

0   Spam
9 cefalitto   (01.03.2018 23:38:21) [მასალა]
ეჰ

0   Spam
8 zaza1970   (28.02.2018 15:13:56) [მასალა]
აღარც ნადირობა მინდა უკვე ამათ ხელში და აღარც ბუნებაში სიარული, გადაღობონ ბარემ მთელი საქართველო და ეგ არის

+1   Spam
7 mere   (27.02.2018 23:15:22) [მასალა]
აუ რა მაგრა ვერარიან ესენიც.იმის მაგივრად ,რომ მეტი თავისუფლება და ტერიტორია მისცენ მონადირეებს და ამით ბიუჯეტში შევიდეს თანხა ,ამცირებენ.ვიღასუნდა აწი ლიცენზია და საერთოდ სად უნდა ინადიროს კაცმა.მე შარშან ვიყავი და გადსაგიჟარად მაინც და მაინც იქ აწვებოდა იხვი,გააბეს ტროსები და კატერები ამოუყირავეს ბიჭებს ,კინაღამ დაახჩვეს ხალხი ,ამდენი აღჭურვილობით რავარია მოულოდნელად წყალში რომ აღმოჩნდები?ერთად დგომაა საჭირო ,ძალა უნდა დაინახონ.რაოდენობა აკონტროლონ ვინაა წინააღმდეგი...

0   Spam
6 firali81   (27.02.2018 21:35:22) [მასალა]

0   Spam
5 firali81   (27.02.2018 21:34:06) [მასალა]
[url=https://www.youtube.com/watch?v=xxRWXhlCpMg

0   Spam
4 firali81   (27.02.2018 19:32:43) [მასალა]
მოგესალმებით მონადირეებო! მინდა ჩემი და ჩემი მეგობრების გულისწუხილი გაგიზიაროთ. საქმე ეხება სანადირო ტერიტორიების შემცირებას. მოგეხსენებათ კოლხეთის დაბლობის უდიდესი ნაწილი, სადაც სპორტული ნადირობა ოდითგანვე ნებადართული იყო მიანიჭეს ეროვნული პარკის სტატუსი. ამით არ დაკმაყოფილდნენ და სულ ახლახანს რამოდენიმე ათას ჰექტარ ტერიტორიასაც იგივივე სტატუსი მიენიჭა. აღარ დატოვეს სანადირო ტერიტორია, სადაც წყალმცურავებზე ნადირობა შესაძლებელი იქნება. დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად აკრძალეს წყალმცურავებზე ნადირობა. რითაც შეასრულეს ე.წ. „დასავლეთის“ მითითება. რაც შეიძლება მეტ სანადირო ტერიტორიებს მიანიჭონ ეროვნული პარკის სტატუსი და ამით აკრძალონ ყოველგავრი ნადირობა. მითია ის მტკიცებულება, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე ფართობს იკავებს დაცული ტერიტორიები. უკვე უამრავი დაცული ტერიტორია არსებობს. ამას დავუმატოთ მთიანი რელიეფი, სადაც ნადირობა შეუძლებელია, აკრძალულია რადგან იქ არ გვხდება გადამფრენი ფრინველები. ხოლო ენდემურ ფრინველებზე და ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია. (გამონაკლისია სანადირო მეურნეობები) იმის ნაცვლად, რომ მიიღონ კანონი ნადირობის შესახებ, უფრო მარტივად გადაწყვიტეს ეს პრობლემა. სანადირო ტერიტორიების გარეშე დატოვეს მონადირეები. კერძოდ დასავლეთ საქართველოში არ დატოვეს ტერიტორია სადაც ნადირობა შესაძლებელი იქნება. ნადირობას, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება!!!

0   Spam
3 panati   (27.02.2018 10:45:47) [მასალა]
ფიჩორი გადაღობეს ,იქით ეროვნულ პარკად აქციეს აქეთ კიდე გონიოს ეგრეთწოდებული პოლიგონი საუკეთესო სანადირო ადგილი ქალაქს მიაკუთვნეს და გაყიდეს ,ყოჩაღ მიდით მიაწექით ცოტახანში ფრინველზე ყურებაზეც რაღაცას დააწესებენ

0   Spam
1 firali81   (26.02.2018 18:28:39) [მასალა]
საქმე იქითკენ მიყავთ, რომ მალე ნადირობის ისეთი რეგულაცია ამოქმედდება, რომლითაც ნადირობას პრაქტიკულად აკრძალავენ. გამოღვიძების და მოქმედების დროა!!!

0  
2 krimanjuli   (26.02.2018 18:37:31) [მასალა]
ფიჩორი გადაღობეს უკვე

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика