რატომ არიან ტალღოვანი თუთიყუშები სხვადასხვა ფერის
11.10.2017
ბევრი ფრინველი თავის შეფერილობას იმ პიგმენტების წყალობით იღებენ, რომლებსაც ისინი თავის მხრივ პროდუქტებისგან იღებენ. თუთიყუშების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.
სტანფორდის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტების კვლევა ხსნის, საიდან გაჩნდა ტალღოვანი თუთიყუშების სახასიათო ყვითელი, ლურჯი და მწვანე შეფერილობა. აღმოჩნდა, რომ საქმე ეხება მხოლოდ ერთი გენის მუტაციას.
ბიოლოგები ტალღოვანი თუთიყუშების ფერს უკვე საუკუნეზე მეტ ხანს იკვლევენ. ეს ფრინველები - ხერხემლიანთა ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომელბსაც შეუძლიათ პიგმენტი პსიტაკოფულვინის გამომუშავება, რაც მათ ყვითელ, ნარინჯის და წითელ ფერებზე აგებენ პასუხს. თუ რომელიმე თუთიყუშს ამის გამომუშავება არ შეუძლია, იხ ხდება ლურჯი.
ბიოლოგებმა 234 თუთიყუშის დნმ შეისწავლეს, რომელთაგან 105 იყო ლურჯი. გაირკვა, რომ ფერზე მუტირებული გენი აგებს პასუხს. მსგავსი გენი ყველა ფრინველს აქვს, მაგრამ ასე შესამჩნევად მხოლოდ თუთიყუშებში ცვლის ფერს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!