დასრულდა 2016 წლის ბაზიერის შიდა ჩემპიონატი სპორტინგში, ყველას გილოცავთ ამ დღეს , ყველაფერმა კარგად , კორექტულად, უსაფრთხოდ და რაც მთავარია მეგობრულ გარემოში ჩაიარა, 30 მონაწილე ხუმრობა ხო არაა, შესაბამისად კონკურენცია ალბათ იყო ისეთი ბაზიერის შიდა ჩემპიონატს რო არ ჰქონია, პოზიციები რომლებიც იქნა შერჩეული არც ეს ყოფილა ადვილად დასამუშავებელი მსროლელისთვის, საკმაოდ რთული ტრაექტორიის თევშები იყო და შესაბამისად მსროლელებსაც მეტი თავსატეხი ჰქონდათ, შეჯიბრმა მეტად რთული და დაძაბული ატმოსფერო შექმნა, რაშიც იმას ვგულისხმობ რომ თითქმის ბოლო პოზიციამდე არ იყო გამოკვეთილი ლიდერები, საკმაოდ მაღალი ქულებით და კარგი შედეგებით ბევრი მსროლელი იყო, იყო ახალი სახეები და ძველი გამოცდილი ჩუბინები, ბოლო პოზიციაზე გამოვლინდა საფინალო ექვსეული, ფინალური გადასროლა როგორც ყოველთვის, დაძაბული გამოდგა, მოჭიმული ნერვები, აცილებული თევშები- გულდაწყვეტილმზერაგაყოლილი და რაც მთავარია დამსხვრეული სამიზნეები, იმედებს უიმედობა ცვლიდა, იყო გულშემატკივართა ოვაციები და გამამხნევებელი შეძახილები,
პირვევი ადგილისთვის გადასროლაში ერთმანეთს დავით კაპანაძე და სულიკო მახარაძე შეეჯიბრნენ რომელშიც გაიმარჯვა სულიკო მახარაძემ და ბაზიერის 2016 წლის სპორტინგის შიდაჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, მეორეზე შესაბამისად დავით კაპანაძე გავიდა [ უკვე მერემდენედ] მესამე ადგილოსანი საუკეთესო მსროლელი შოთიკო მარგალიტაძე გახდა, რომელიც უპიურობოდ ლიდერობდა, მაგრამ ფინალურ გადასროლაში ცუდად გამოვიდა, ეს კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა რომ ამ სპორტში ბოლომდე უნდა იბრძოლო და ფინალში ლიდერები არ არიან.
მოკლედ საფინალო ექვსეული ასე გადანაწილდა:
.
1 სულიკო მახარაძე........ ოქროს მედალი
2 დავით კაპანაძე.......... ვერცხლის მედალი
3 შოთიკო მარგალიტაძე... ბრინჯაოს მედალი
4 არჩილ სარჯველაძე
5 გურამი წიგნაძე
6 გიგა კაპანაძე
.
ბოლო ადგილზე გასულს გადაეცა +10 ზომა სათვალე
.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაზიერის სახელით ბატონ შოთა თავაძეს გვერდში დგომისთვის და უანგარო მხარდაჭერისთვის
ასევე დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კლუბელ, ოჩოპინტრელ გიორგი ვარდოსანიძეს; საუკეთესო მსროლელს, რომელმაც შეჯიბრი იმსაჯა,
ფინალურ ეტაპზე გასულ ექვსეულს გადაეცა სიგელები, პირველი სამეული თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე ჩვენმა სპონსორმა მეღვინეობა ხარებამ ექვსეული დააჯილდოვა ოქროსმედალოსანი ღვინით, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის ღვინოები გადაეცათ ბატონ შოთა თავაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს
.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებულებს
ნამდვილად კარგი დღე იყო და მინდა კიდევ ერთხენ მივულოცო პირველ და მეორე ადგილს ღირსეული გამარჯვება! ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი,რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მეგობრობა და ურთიერთ სიყვარულია რომელიც ნათლად გაოიხატებოდა ყველა ამ შეჯიბრის მონაწილეში ერთმანეთის მიმართ! აგრეთვე მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მხარში დაგვიდგა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!