ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » მარტი » 5 » ყურადღება! ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩების მიზნით გროვდება ხელმოწერები    

23:37:59
ყურადღება! ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩების მიზნით გროვდება ხელმოწერები
მოგეხსენებათ მონადირეთა საზოგადოების და მონადირეთა კლუბების (მათ შორის კლუბი "ბაზიერის") ურთიერთშეთანხმებით შეიქმნა ე.წ "მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი"   პროფკავშირის სახით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან თუ სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიზნით , რომლის უშუალო მიზანია "ნადირობის შესახებ" ახალი კანონპრპოექტის შეჩერება . ვციტირებ  მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას:

"მონადირეთა პროფესიული კავშირი წარმოადგენს იურიდიულ ერთეულს და ამ შემთხვევაში იქმნება მხოლოდ იმიტომ რომ ჩამოყალიბდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებთან ოფიციალური ურთიერთობის ფორმა. ამ პროფკავშირის მუშაობა, პირდაპირ უკავშირდება არსებული კანონპროექტის შეჩერებისა და კანონმდებლამდე მისი არასრულყოფილებისა და უვარგისობის მიტანის თემას. ეს პროფკავშირი არ ავალდებულებს არცერთ მონადირეს გაწევრიანდეს მის ქვეშ და იხადოს საწევრო, ჩააბაროს გამოცდა, ან დაეკისროს სხვა რაიმე ვალდებულება არამედ არის უბრალოდ იურიდიული ფორმა კანონმდებელთან ურთიერთობისა, და ზრუნავს თითოეული მონადირის ინტერესების დაცვაზე. პროფკავშირის ფორმა შეირჩა იმიტომ, რომ ესაა ყველაზე დემოკრატიული, არა კორუფციული ფორმა "

ახლა წარმოგიდგენთ "მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის"  სამუშაო ტექსტს :

."როგორც ცნობილია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. აღნიშნულ კანონპროექტს, საქართველოს მონადირეთა საზოგადოებაში მოჰყვა პროტესტი რაც განაპირობა მრავალმა ფაქტორმა. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი და ყველაზაე დამაფიქრებელია სახელმწიფო რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების და გადაცემის საკითხი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ", ცალსახად არის გამოკვეთილი ნადირობის, მონადირეების, სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვების, გამრავლების საკითხები. 
ამასთან ერთად, იმავე დოკუმეტში მკაფიოდ არის გამოხატული სხვა ბუნებრივ რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო (მთისა და ბარის) საძოვარი, ტყის რესურსები და წყლის რესურსები რომელიც პირდაპირ ეკვეთება კანონს ნადირობის შესახებ. ზემოთხსენებული სტრატეგიაში ერთ ერთ პუნქტად არის მითითებული, რომ ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია, ხოლო, შემდეგი ნაბიჯი არის ნადირობის შესახებ კანონის ინიცირება. 
დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი წინ უსწრებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გემას. დღეისათვის საქართველოში არ არის მოწესრიგებული სამონადირეო სივრცე და ამის ფონზე შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ინიცირებას ისეთი ცნებების როგორიც არის სანადირო ტერიტორია, სანადირო მმართველი და ამავე დროს არ არის განმარტებული ზოგადაგ რას წარმოადგენს ეს სანადირო ტერიტორია და რამდენად არის შეჭიდული იმ დანარჩენ პროცესებთან რასაც ქვია ბუნებრივი რესურსების მართვა და ის სადაც მკაფიოდ არის გამიჯნული და გაწერილი ისეთი ბუნებრივი რესურსების საკითხი როგორიც არის სათიბი, საძოვრები, ტყის ფონდი, წყლის რესურსები და ა.შ. რომლებიც ცალკე რეგულეციებს მოითხოვს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონის შესაბამისად დღეს საუბარი სანადირო ტერიტორიების შესახებ, სანადირო მართველების დანიშვნაზე, ფედერაციის შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის წარმოქმნის პრობლემას და შემდგომში ზუსტად ამ ტერიტორიების პრობლემატურობას გამოდინარე ზემოთაღნიშნული კონცეფციის არ არსებობის გამო. 
საქართველოში დღეისათვის არსებულ ნადირობის შესახებ საკანონმდებლო სისტემის პირობებში საქართველოს მონადირეებს (საქართველოში დღეისათვის ირიცხება დაახლოვებით 40 000 მონადირე. იგულისხმება ის მონადირეები რომლებიც იღებენ ლიცენზიას, ნადირობენ კანონის დაცვით და ეს მონადირეები წარმოადგენენ სრულწლოვან, ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს) უწევთ კანონიერ ნადირობასა და ბრაკონიერებას შორის არსებულ ძალიან ვიწრო და სენსიტიურ ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონის ამ სახით მიღების შემთხვევაში ქართველი მონადირეების 80%-ზე მეტი გადაიქცევა ბრაკონიერად, რაც თავის თავში შეიცავს საზოგადოებაში დაპირისპირების საფრთხეს. რაც შეეხება ზოგადად კანონს ნადირობის შსახებ ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო, რომ მოხდეს სრული რეგულაცია, რა არის ნადირობა, განისაზღვროს მინადირის სტატუსი, ნადირობისთვის დასაშვები იარაღები თუ სხვა კონკრეტული საკითხები ბუნებრივი რესურსების მიღმა.
ამდენად ჩვენი მოთხოვნაა :
1. შეჩერდეს დღეისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონის განხილვა
2. განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი სტრატეგია, ყველა ასპექტის (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნულ-ტრადიციული და სხვ.) გათვალისწინებით
3. ვინაიდან მონადირეთა საზოგადოება იზიარებს და სრულად ეთანხმება ნადირობისა და თევზაობის შესახებ კანონის შემუშავების აუცილებლობას მოვითხოვთ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა.
4. ზემოთხსენებული (2014-2020 წლის) სტრატეგიის შესაბამისად დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბდეს სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია. 
5. მოთხოვნების 2 და 3 პუნქტების გათვალისწინებით ახლიდან შემუშავდეს კანონი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩარტულობით და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში
დანართი: ხელმოწერები პატივისცემით, საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი"


ყურადღება ! ხელმოწერების ფორმა შეგიძლიათ  გადმოიწეროთ და ამობეჭდოთ ამ ლინკიდან.  http://inadire.ge/wp-content/uploads/2017/03/xelmowera.pdf

ვისაც არ გაქვთ საშუალება შეგიძლიათ ელექტრონული ხემოწერების გვერდზე მოაწეროთ ხელი.  https://manifest.ge/main/item/1319

შეგროვებული ხელმოწერები  მიაწოდეთ საინიციატივო ჯგუფს ან/და  დატოვეთ სამონადირეო მაღაზიებში "მაგნუმი" და "ამაზონი"( შეგიძიათ აღნიშნულ მაღაზიებში ადგილზე მოაწეროთ  ხელი)  

იაქტიურეთ მონადირეებო დრო ცოტაა !  


მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის ფეისბუქ გვერდი  https://www.facebook.com/groups/1883662435252597/





 

წყაროhttps://www.facebook.com/groups/1883662435252597/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1703 | დაამატა: akson777 | ტეგები: შესახებ, მიზნით, კანონპროექტის, გროვდება, ნადირობის, ახალი, ხელმოწერები, შესაჩების, განხილვის, ყურადღება! | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика