გიგანტური
ირემი" Megaloceros giganteus", ნამარხი ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა
ოჯახისა. გარეგნულად ირემლაღის მსგავსია. ცხოვრობდა პლეისტოცენსა და ადრეულ
ჰოლოცენში. ჰქონდა დიდი ტანი, ზემოთ ნიჩბის მსგავსად გაფართოებული რქები.
ბინადრობდა ტენიან მდელოებზე. გავრცელებული იყო ევროპაში, აზიასა და
ჩრდილოეთ აფრიკაში. გიგანტური ირმის ჩონჩხები ნაპოვნია ირლანდიის
ტორფიანებში. ყოფილ სსრკ-ის შუა და სამხრეთ განედებში, ყირიმსა და
ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, აღმოჩენილია ჩონჩხის ნარჩენები. რიაზანისა და
სვერდლოვსკის ოლქის მიდამოებში კი - მთლიანი ჩონჩხი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!