ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივლისი » 7 » რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან    

15:14:46
რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან
რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან
რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან
06-06-2016
"ბორჯომის რაიონი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, რეინჯერებს ფიზიკურად უსწორდებიან"

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონიერები თავს დაესხნენ, ავტომობილები დაუმტვრიეს. ცემა ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით არის აღძრული. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ რეინჯერთაგან ერთ-ერთს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსს, ივანე კუპრაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა მომხდარი.

- 31 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სოფელ ბანისხევის სარეინჯერო ტერიტორიაზე, ჩვენი რეინჯერები მორიგ პატრულირებაზე იყვნენ, რომ დააფიქსირეს ხეტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი, სოფელ ბანისხევში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ხარის დახმარებით მოათრევდა მორებს. როგორც კი რეინჯერები დაინახა, ხეები ჩახსნა, დანაშაულიც აღიარა, მაგრამ ოქმზე ხელი არ მოაწერა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მორები შეგვენახა გამოძიებისთვის და ამიტომ შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მივედით სამი მანქანით. ამ დროს ის კაცი გზაზე მიკროავტობუსით შემოგვხვდა. დავეჭვდით, რომ მანქანის სალონში დაჭრილი ხის მორები ჰქონდა, ამიტომაც მანქანის გაჩერება მოვთხოვეთ, რაზეც უარი განაცხადა, მეტიც, დაეჯახა ჩვენს მანქანებს, ორი ავტომობილი დაგვიზიანა. ჩვენ ექვსნი ვიყავით, ისინი სამნი: მამუკა, ბექა და ლევან გოგოლაძეები (მამა-შვილი და მათი ნათესავი). ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სამწუხაროდ, არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა და ხელჩართული ჩხუბი გაგვიმართეს. როგორც კი ავტომობილი დააჯახეს ჩვენს ავტომობილებს, 112-ზე დავრეკე და საპატრულო პოლიციის დახმარებამაც მოგვისწრო. 

არ მესმის, ასე რატომ მოიქცნენ, მით უფრო, რომ როგორც შემდგომ გაირკვა, მიკროავტობუსში დაჭრილი მორები არ იყო. ის ხეები საკუთარი ბაღის მიმდებარედ, ტყეში მოჭრეს და გზაზე ჩამოყარეს, რომ ჩვენს გამოჩენამდე წაეღოთ. როდესაც დანაშაულის ფაქტზე ვიჭერთ, ყველა გაიძახის, აბა, რა ვქნათ, თქვენ მუშაობთ და ხელფასი გაქვთ, ჩვენ რითი ვარჩინოთ ცოლ-შვილიო? ამ სოფელში ჩვენს ერთ-ერთ რეინჯერს მანამდეც დაესხნენ თავს, ახალდაბაში კი რეინჯერს სამსახურებრივი ავტომობილის მინები ჩაქუჩით ჩაულეწეს. სხვათა შორის, აბასთუმანში, ახალციხეში, ხაშურში ასეთი რამეები არ ხდება. თუ ვინმეს დანაშაულზე დავიჭერთ, აღიარებს და პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში განიხილება, ბორჯომის რაიონი კი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები მხოლოდ ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, ფიზიკურადაც გვისწორდებიან.

არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო სააგენტოს რეინჯერებიც უმძიმეს მდგო­მარეობაში არიან. ბრაკონიერები მათაც დაუნდობლად უსწორდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში სოფელ ახალდაბაში, სატყეო სააგენტოს რეინჯერ ზვიად ბლიაძის სამსახურებრივი ავტომობილი დაწვეს, უბნის უფროსის ავტომობილს კი ქვები დაუშინეს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილები და უშუალო მონაწილე დაიჭირეს, მაგრამ ამნისტია შეეხოთ და გათავისუფლდნენ. რეინჯერები ჩივიან, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა უშედეგოა სამართალდამცველების მსუბუქი მუხლების მიყენებით და შემდგომ მათი აღსრულების სუსტი მექანიზმების გამო. 

P.S. შარშან, სოფელ ბანისხევში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერ სამსონ პაპიძეს ელექტროხერხი გულმკერდზე გადაატარეს. საბედნიეროდ, პაპიძე გადარჩა. 

"წადი" ძალაშია!

2015 წლის გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით, - "გაფრთხილებთ, წადი!" ნაკრძალის დირექტორი მომხდარს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს.
 
გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2010 წლიდან მუშაობს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის თავზე სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. პოლიცია ამ ამბავსაც იძიებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა და ძიება შეწყდა. 

2015 წლის მიწურულს, 27 დეკემბერს, ბომბი აღმოჩნდა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომობილშიც, ძიება დაიწყო, თუმცა დღემდე უცნობია სამართალწარმოების შედეგები. ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ" ვიღაც ცდილობს კანონის აღმასრულებლების დაშინებას. თუ ეს მცდელობა არ აილაგმება, დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანსო."ფაქტია, შედეგი უარესდება, რეინჯერებს ფიზიკური განადგურების მცდელობით კვლავ დაემუქრნენ და სცადეს კიდეც.

ეკა ლომიძე


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/justice/30064-reinjerebs-brakonierebi-fizikuradac-ustsordebian.html?add=1#comments
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2246 | დაამატა: 24 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 kusu12   (16.07.2016 10:51:21) [მასალა]
ვიგაც ინვესტორებს რომ მიყიდეს და გადაასჰეხიეს მტელი ტყეები ამაზე რატო არ პიქრობენ მტელი რაცჰა გადაცჰეხეს ეს სწორია ვიგაც ბობოლებს პულს ასჰოვიებენ და გლეხობას არაპერს ანებებენ სირცხვილია ინვესტორი გამოხსჰირავს და ახალს დარგავსო როგორც ნარმანიამ დარგო ტპილისჰი მილიონი ხე ნუ ამწარებენ ამ ხალხს მოიქცნენ ისე რო გლეხმაც მოისუნტქოს და არა გასიებულებმა ბოდისჰი ტუ არ წერია გამარტულად უნდა დაპიქრდნენ

0   Spam
6 civilioni   (12.07.2016 10:03:27) [მასალა]
ხოდა უნდა იზრუნოს ვინმემ ამ ხალხის დასაქმება.ცუდია ხეებს რო ჩეხავენ მაგრამ ვინმე იმას ფიქრობს რითი არჩინოს ამ გაღატაკებულმა ხალხმა ოჯახები?გამტყნებით ბევრი გამტყუნდება ესეთი საქციელის გამო მაგრამ საინტერესოა იმ რეინჯერებს ცოლ-შვილი მშიერი და მწყურვალი რო ყავდეთ და სხვა გამოსავალი არ ქონდეთ არ მოსპობდნენ ხეებს?ეხლა ყველა თავს გაიმართლებს მანქანას ტყუილად დაეჯახაო და ესეო და ისეო მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა კაცმა არ იცის.იქნებ ამ რეიჯერებმა აგინეს და ცემითაც დაემუქრნენ თუ მანქანას არ გაუჩერებდა და იმანაც გაჩედა და დააჯახა.ადამიანია და ფსიქიკა.ვინ არ ვიცით?ძღლი კი ძაღლის ტყავს რო არ ხევს ეს ძველი გამონათქვამი ყბელამ კარგად ვიცით.ამ რეინჯერს აქ ხელფასი და გმერტმა მისცეს მაგრამ გაჩირვებულმა კაცმა რა ქნას?ბუნება ძალიან მიყვარს და ვუფრთხილდებიკიდეც მაგრამ ღმერთმა არ ქნას და ცოლ შვილი მშიერი არ მყავდეს თორემ ორი წლის ბავშვის გათბობოს ფამო რეინჯერს კიარა არავის და არაფერს არ მოვერიდები.აქ ყველა ნუ გამოვა მამა აბრამის ბატკანი.უბრალოდ თქვენი თავი წარმოიდგინეთ მშიერი და მცივანი გლეხის ადგილზე და მერე განსაჯეთ სხვა.ესეთი ფაქტები ყოველთვის იქნება თუ მთავრობამ ერთი ადგილი არ გაანძრია და ხალხს არ მიხედა.

0   Spam
7 24   (12.07.2016 16:42:20) [მასალა]
ყოველთვის საცოდავი გლეხის ჩანს,თორე ხშირად ტყეს თვითონაც არ აკლებენ.

0   Spam
5 rati   (09.07.2016 14:03:06) [მასალა]
დასავლეთი დაცულ ტერიტორიათ რო გადააქციეს ვინმე არ უნდა ყავდეს პატრონი?

0   Spam
4 rati   (09.07.2016 13:59:43) [მასალა]
იცხოვრონ მთაში და ნახავენ თუ არ მოჭრიან ოჯახის გამოსაკვებათ შეშას. მთის ხალხისთვის სხვა კაკონი უნდა მუშაობდეს

0   Spam
3 mamuka36   (09.07.2016 13:26:24) [მასალა]
ამატი ცჰკუის სწავლა არ იქნება

0   Spam
2 vano   (09.07.2016 12:56:30) [მასალა]
ღმერთო შენ დაიფარე საქართველო.რა უბედურება ეს

0   Spam
1 solomon   (09.07.2016 09:11:22) [მასალა]
მძაფრს სიუჯეტიან ფილმს ვუყურებდი მეგონა ამას რო ვკითხულობდი რა უბედურებაა 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика