ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შილდის რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ცხოველისგანაა დაგლეჯილი.
”შილდის ერთ-ერთი მცხოვრები, თემურ ასაბაშვილი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის სოკოს საკრეფად მიდიოდა და ტყეში ადამიანის ცხედრის ნარჩენებს წააწყდა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული გარდაცვლილი ქალია თუ კაცი - ადგილზე