http://rustavi2.com/ka/news/39474 გურიის სოფლებს მტაცებლები შეესივნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან.
ადგილობრივები დახმარებას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.ადგილობრივების განცხადებით, მგლები სოფლებს თავს უკვე მესამე წელია ესხმიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება. ადგილობრივები მონადირეების სპეციალური ჯგუფის შექმნას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
როდის გასცემს ნებართავს გარემოს დაცვის სამინისტრო მგლების ლიკვიდაციის შესახებ ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებამდე გურიის მოსხლეობამ მგლების შემოსევისგან საქონლის დაცვა ისევ საკუთარი ძალებით მოუწევთ.
რაღა შორს წავიდეთ, თბილისიდან 20 კილომეტრში ნატახტრის და მისაქციელის ტყეებში სავსეა მგელი და ტურა, ხან საქონელს უჭამს ხალხს და ხან ძაღლებს... აღარ შეიძლება მასე უნდა ქნას სახელმწიფომ რამე, რაღას ელოდებიან მე ვერ ვხვდები დაუშვან ნადირობა მავნებლებზე...
ბაილეთში 1 მიასიკვდილეს მარა ეგ ზღვაში წვეთია. ნადირობას რაც შეეხება არა მგონია ვინმენ შეაწუხოს მგელზე მონადირეები მაგრამ სანადირო ძაღლების ნაკლებობას განვიცდით
დავთქვათ დღე, შევიკრიბოთ მონადირეები (რათქმაუნდა მდევარი ძაღლებითურთ) და დავცხოთ მგლებს და ტურებს. თუ რომელიმე ე.წ.,, გარემოს დამცველი" მოინდომებს მგლების დაცვას იმასაც საკადრისი მივაღებინოთ.
კი 6 მგელი უშველის საქმეს მგლების დამცველები კიარა უტვინოები არიან ზიან კაბინეტებში და მოდებაში არ არიან ხალხს სიმწრით გაზრდილ პირუტყვს რო უნადგურებენ თავი გენიოსები ჰგონიათ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!