გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტრო თევზსაჭერი მოწყობილობით. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 600 ლარი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს.
|