იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. სულ არის 150 ტესტი, თუმცა საიტზე აჩვენებს რომ არის 151 ტესტი.ეს ტექნიკური ხარვეზია და შედეგებზე არ აისახება, ერთი ტესტი უშეკითხვოდაა და მისი ქულა არც მოგაკლდებათ და არც მოგემატებათ. თითო სწორი პასუხი თითო ქულაა, შეცდომა 0.
ტესტს ნახავთ მენიუ: მონადირემ უნდა იცოდეს-ტესტები ან დააჭირეთ აქ:
გამოცადეთ საკუთარი თავი. გისურვებთ წარმატებას!