კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.
უახლოეს მომავალში ლომების, სპილოების, ბეჰემოტებისა და ცხოველთა სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ნახვა მხოლოდ დისნეის მულტფილმებსა და ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი. ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და
თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის ტიტანიკის გემზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოკეანის სიღრმეში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ იცოდით 12 ძაღლის შესახებ, რომლებიც ტიტანიკზე იმყოფებოდნენ?
30.11.2015 პატარა გოგონა ოლივიას (გლაზგოდან) სახლში დივანზე ეძინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. დედა კი სხვა ოთახში იმყოფებოდა. უეცრად 9 თვის ლაბრადორმა ბექსტერმა ყეფა და ღრენა დაიწყო. როგორც პატრონების უმეტესობა იქცევა, ოლივიას დედამ მასაც მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ლაბრადორი არ ჩერდებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა დედის ყურადღების მიქცევას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!