გიგანტური სეკვოია წარმოადგენს კვიპაროსთა ერთ-ერთ ქვეჯგუფს. ეს საოცარი მცენარეები, რომლებიც დღესაც გვხვდება ბუნებაში ასწლეულებს ითვლიან. დღესრეობით ცნობილია ამ ხის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარი რომლის ასაკიც 3,5 ათას წელზე მეტია. ამ ჯიშის ხეების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 60 მეტრია, თუმცა ბუნებაში შემორჩენილია 110 მეტრზე მაღალი სეკვოიაც. ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ 1912 წელს მოჭრილი სეკვოიის სიმაღლე 115,8 მეტრი იყო. პლანეტის ყველაზე მაღალი ხე რომელიც სახეზეა გახლავთ სეკვოია სახელწოდებით “ჰიპერიონი”, მისი სიმაღლე შეადგენს 115,5 მეტრს.
ცნობილია აგრეთვე ყველაზე მოცულობითი სეკვოია სახელწოდებით “გენერალი შერმანი”, რომლის სიმაღლე 83,8 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11.1 მეტრია. რაც შეეხება მთლიან ფართობს 1487 მეტრკუბია.
სამწუხაროდ მე-19, მე-20 საუკუნეებში სეკვოიების უდიდესი ნაწილი გაიჩეხა. სიახლეში აგრეთვე წარმოდგენილია ფოტო–კრებული კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰუმბოლტდის არქივიდან. სურათებზე აღბეჭდილია კალიფორნიის შტატში ასწლოვანი სეკვოიების მოჭრის მომენტები, რომლებიც შვედმა ფოტოგრაფმა ავგუსტო ერიკსონმა (A.W. Ericson) 1880–1920–იან წლებში აღბეჭდა
.
.
.
.
.
წყარო: http://icode.ge/
|