მიმიდინარე წლის 2 აგვისტოს ჩატარდება, კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები"!
ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში, ულამაზეს ადგილას, ცოტა უცნაური სახელწოდებით "წინსვლა"! :)
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
მსროლელები 3 პოზიციაზე გაისვრიან 30 ვაზნას!
მეორე პოზიციაზე მსროლელი არ შეიცვლის ადგილს, უბრალოდ შეიცვლება თეფშის ფრენის ტრაექტორია!
შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!
1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან.
3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე.
3.1 ფინალში მონაწილეები მეორე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა.
4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!!
მონაწილეობის საფასურს, 40 ლარს მსურველები ჩარიცხავენ საქართველოს ბანკში.
ანგარიშის ნომ: GE41BG0000000869655900
გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.
სხვა ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატს ეხება დაგიკავშირდით მობ. 557927100
მოგესალმებით კეთილო ხალხო ყველა სულით და ხორცით მონადირეს გილოცავთ წინასწარ სეზონის გახსნას! თქვენ კივინც 2 აგვისტოს ჩემპიონატში იღებთ მონაწილეობას წარმატებებს გისურვებთ სულით და გულით თქვენთან ვარ. მეც ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ კარგი დროის გატარებას გისურვებთ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!