ირლანდიელ ტურისტს მიკი მაკკალდინს ნაკრძალ მასაი მარაში (კენია) წარმოუდგენლად "გაუმართლა" - ის პირისპირ შეხვდა გარეულ ავაზას.
გულადი ცხოველი ჯიპის მოძრაობის დროს კაბინაში, ავტომანქანის უკანა დასაჯდომზე შეხტა.
ასაკოვანმა ირლანდიელმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ავაზა 30 სანტიმეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
გარკვეული პერიოდი ჩანდა, რომ მტაცებელს, კატის მსგავსად, ადამიანის მუხლებზე მოკალათება სურდა.
ჯიპის სახურავზე ცხოველების ოჯახის დედა ავიდა თავის პატარასთან ერთად, შესაძლოა სწორედ ამიტომ ავაზამ ვეღარ მიაღწია თავის მიზნამდე.
ავტომანქანის კაბინაში რამოდენიმე წუთით ყოფნის შემდეგ, დაუპატიჟებელმა სტუმარმა გაოგნებული ტურისტები დატოვა.