შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ