ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების კუთხით, ასევე ცხოველების ძებნის კუთხით. "ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ
"მერს, ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."
თბილისში, "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ვეფხვი იძებნება. სავარაუდოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებს აფარებს თავს ახალგაზრდა, წლის და სამი თვის უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი.
"ლაგუნა ვერესთან" მდებარე შენობაში ალბინოსმა ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. "ლაგუნა ვერესთან" პანიკა ატყდა, რომ შენობაში ვეფხვი იყო დამალული, რომელმაც მამაკაცი დაგლიჯა. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, მობილიზებულ იქნა სპეცრაზმიც, რომლებიც ვეფხვის დაჭერას ცდილობდნენ. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია, საბოლოოდ ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აფრიკელი მოხალისე, რომელიც დაჟინებით ჳთხოვდა შეეშვათ შენობაში, სადაც ვეფხვი იმყოფებოდა. "3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ" - ეუბნებოდა მამაკაცი პატრულის თანამშრომლებს.
თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტი "ბეგე" რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 14 ივნისის წყალდიდობის დროს მისი ზოოპარკის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტი მსოფლიოს თითქმის, ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც ასახულია გმირთა მოედანზე მდგარი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამასთან, არაერთი სტატია დაიწერა სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკზეც, რომლის ბინადართა თითქმის 50% წყალდიდობის დროს განადგურდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!