ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. ამ უწყების პრესცენტრის ცნობით, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცემს, შუქნიშანი კი ადგილზე დააბრუნეს.
„ბათუმელების" ინფორმაციით, შუქნიშანი რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ქურდობაში ბრალდებული მონადირეა და მან შუქნიშანი ნადირობისთვის მოიპარა. „ბათუმელები" დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
კოდექსში ამ მუხლის ფორმულირება ასეა ჩამოყალიბებული: "ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე
გიორგი მეგობარო, შუქნიშანი ქობულეთში არსად არ დგას, ბაზრის ტერიტორიაზე ყოფილა ოდესღაც კომუნისტების დროს, მაგ უტვინო ბრაკონიერმა კი მზის ენერგიაზე მომუშავე ყვითელი მაფრთხილებელი შუქურა მოიპარა, თან იმ დღეს დამონტაჟებული იოლად ამოთხარა არიყო გამშრალი მაგაზე ღადაობდა მთელი ქალაქი თავისივე ტაქსი მიაყენა მოთხარა და წაიღო
სოლომონ ახლა კი გასაგებია რომ ჟურნალისტები თუ ვინც აშუქებს ამ ამბავს, ისინი ამახინჯებენ, მაგრამ მაფრთხილებელი შუქურა მოიპარა თუ უბრალო საგზაო ნიშანი, ეს ფაქტი მაინც ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის სიტუტუცეს საზღვარი არ აქვს! აშკარად გონებაჩლუნგია ეგ ტიპი! ნუ არ ვიცი რა შეიძლება ამას დაერქვას.
ჯერ შუქნიშანი არ იყო, მაფრთხილებელი შუქურა მოიპარეს, მერე სვანი არ იყო, მერე კიდე არც მონადირე არიყო იქედან გამომდინარე რაც ახსნა, მაგათ ხო მზიდან ენერგიის მიმღები უყენია, და სანადირო ფარს დავტენიდიო. და "ბათუმელებს" რაც შეეხება ჯერ დაამუშაონ "ინფო" და მერე დაწერონ, ანეგდოტად აქციეს სამარცხვინო საქციელი..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!