ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. ამ უწყების პრესცენტრის ცნობით, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცემს, შუქნიშანი კი ადგილზე დააბრუნეს.
„ბათუმელების" ინფორმაციით, შუქნიშანი რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ქურდობაში ბრალდებული მონადირეა და მან შუქნიშანი ნადირობისთვის მოიპარა. „ბათუმელები" დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.