ანტარქტიდა წელიწადში დაახლოებით 160 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. ინფორმაციას BBC-ი კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Geophysical Research Letters-ზე განთავსდა.
როგორც გეოფიზიკურ კვლევაშია აღნიშნული, ყინულის დნობა უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ოთხი წლის წინ ვარაუდობდმენ.
ევროპის კოსმოსური სადგურის CryoSat-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ანტარქტიდის ყინულის ფენა ორი სანტიმეტრით მცირდება, ხოლო ყველაზე სახიფათო ზონად ამუნდსენის ზღვა სახელდება.
დასკვნის მიხედვით, მყინვარების დნობისა და გლობალური დათბობის შედეგები უახლოეს წლებში სავალალო გახდება.
როგორც NASA მეცნიერები აცხადებენ, ამუნდსენის ზღვაში ექვს ყველაზე მნიშვნელოვანი ყინულის მთების დნობის პროცესი შეუქცევადია და წყლის დონის აწევას 1.2 მეტრით გამოიწვევს, რაც საკმაოდ პლანეტის დიდი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს.
წყარო: http://geonews.ge/
|