ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 18 » მუნიციპალიტეტებმა მგლებისა და ტურების დახოცვის უფლება მიიღეს    

14:43:52
მუნიციპალიტეტებმა მგლებისა და ტურების დახოცვის უფლება მიიღეს

თელავისსენაკისა და ბაღდათისმუნიციპალიტეტებმა მთავრობის განკარგულებით, მგლების დახოცვის უფლება მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებებით ირკვევა.

ამასთან, სენაკის მინიციპალიტეტში მგლებთან ერთად, ნებართვა ტურების დახოცვაზეც მიიღეს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ქარცივაძე ამბობს, საკითხი რეგიონებში მგლების თავდასხმის შემთხვევების გამო დააყენეს, რა დროსაც მტაცებელმა მოსახლეობას შინაური პირუტყვი გაუნადგურა.

როგორც ის ამბობს, სანამ ამგვარი უფლებამოსილების დელეგირებულ საკითხს დააყენებენ, ალტერნატიულ გზებსაც განიხილავენ ხოლმე, თუმცა ამჯერად ყველაზე ეფექტიანი მათი დახოცვის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება დასახოცი მტაცებლის რაოდენობას, ქარცივაძის თქმით, თელავის შემთხვევაში საუბარია 7 მგელზე, სენაკისა და ბაღდათის შემთხვევაში კი - 10-10 ზე, ასევე ათია ტურის რაოდენობაც.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის” თავმჯდომარე ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს, საქართველოში არ არის თავშესაფრები, რომ პრობლემური ცხოველები იქ მოათავსონ და ამით, მათი დახოცვა თავიდან აირიდონ.

მისივე თქმით, მგლების პოპულაცია საქართველოში ცოტა არ არის, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობაც არავინ იცის.

ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, საჭიროა დაინერგოს პრევენციული ღონისძიებები, რადგან დახოცილი მგლების ადგილი შესაძლოა, ცოტა ხანში სხვა მგლებმა დაიკავონ.

„შესაბამისად, თავდასხმები არ შეჩერდება. შეიძლება იმ წამს ამოიღონ ინდივიდები, მაგრამ იმისათვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, პრევენციული ღონისძიებებია საჭირო, ან კარგი ძაღლების მოშენება, რომ დაიცვას საქონელი, ან საჭიროა მწყემსი, ასევე ელექტროღობეების შემოღება და ა.შ. საკმაოდ ბევრი სპექტრია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პრობლემა  თავიდან ავიცილოთ. სრულად კი პრობლემას ვერ აღმოიფხვრება იმიტომ, რომ მტაცებელი ადამიანის თანაცხოვრებასთან ყოველთვის კონფლიქტში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ პრობლემა ან ბუნებაზე პრესი შევამციროთ, რასაკვირველია, მარტო ამოღება საკმარისი  არ არის“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.



წყაროhttp://www.liberali.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2174 | დაამატა: giorgi1998 | ტეგები: და ტურების, მიიღეს, მუნიციპალიტეტებმა, დახოცვის, უფლება, მგლებისა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 Telaveli   (20.02.2015 14:27:57) [მასალა]
მაშ მიგულავია 10 თელავის ზონაზე მგლებს აღარ უხარიათ 10 48 48 48 48 48

0  
8 akson777   (19.02.2015 23:44:08) [მასალა]
მგლის და ტურების დახოცვის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს ყველა ქალაქის და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს!

+1   Spam
7 ბაქარი   (19.02.2015 12:48:21) [მასალა]
როცა მტაცებელი ცხოველის რაოდენობა ისეთ ზღვარს აღწესვ, რომ საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველების რაოდენობას და ასევე ადამიანს, უნდა მოხდეს მისი იმ რაოდენობამდე დაყვანა რაც აუცილებელია ბუნებრივი ბალანსისთვის. ამ შემთხვევასი მგელი და ტურა ისეტი რაოდენობითაა ყველგან, რომ საკვები არ ჰყოფნით და შინაურ პირუტყვს ეტნებიან. ასე იოლად წადი და ინადირე არ მიმაჩნია სწორად. ამისთვის უნდა ეწყობოდეს სპეციალური (ჯგუფური) ნადირობები როცა ედთჯერადად საკმაოდ დიდ რაოდენობის ამოღება მოხდება, თორე მე თუ წელიწადში 10 ტურას მოვკლავ იმიტომ რომ მიზიდავს ცხოველზე ნადირობა ეს არაფერს შეცვლის ასეთი ძალიან ცოტაა. მუნიციპალიტეტს თუ სურს მტაცებლების რაოდენობის შემცირება უნდა დაგეგმოს ადგილობრივ მონადირეებთან ერთად და უზრუნველყოს შესაბამისი აღწურვილობით. წახალისებაზე ვინღა ამბობს რამეს

0   Spam
6 labo   (19.02.2015 12:46:41) [მასალა]
ძლივს არ დაადგა ამ საკითხს საშველი ამას რა ფიქრი უნდა საქარტველოში რო მგლები და ტურები გამოსახშირია. 166 10

0  
5 ზურა333   (19.02.2015 10:31:19) [მასალა]
მგლის და ტურის დახოცვა ვისაც უნდა არავინ უშლის ხელს, გადით ტყეში და ინადირეთ მათზე რამდენიც გინდათ, მე მაგათ მოკვლაზე დაჯარიმებული არავინ მინახავს, ერთ მონადირეს მადლობაც კი უთხრა პატრულმა.
კარგი იქნება თუ ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს ასეთ უფლებას და შემდეგ ადგილობრივი ხელმძღვანელობა თითოეულ მოკლულ ცხოველზე ფულად ჯილდოს დააწესებს.

0   Spam
4 Hunter77   (19.02.2015 09:56:58) [მასალა]
ყველგან უნდა დაიხოცოს მგელი! კარგს არაფერს აკეთებს ბუნებაში 48 48 48 54

0   Spam
3 mustapichi   (19.02.2015 02:00:49) [მასალა]
საგარეჯოს რაიონშიც რომ მიიღონ მათზე ნადირობის უფლება ფრიად გაგვიხარდება,რადგან საკმაოდ მომრავლდნენ 48 48 48 48

0   Spam
2 gurami   (18.02.2015 22:11:57) [მასალა]
კარგი იქნება სხვა მუნიციპალიტეტებიც თუ მიგებენ მაგის უფლებას 48

0   Spam
1 giorgi   (18.02.2015 19:03:59) [მასალა]
ყველაზე კარგი იქნებოდა მგელზე ნადირობა წალკაში და სხვათა შორის იმაზე მეტად შედეგიანიც ვიდრე სხვაგან.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика