აკვარიუმის თევზების მფლობელეიბი ხშირად კითხულობენ, თუ რატომ უკვდებათ მალევე ეს ეგზოტიკური არსებები, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები არიან, მათი მოვლის სიწორეში.
ამ სტატიაში შევეცდებით, ჩემოგითვალოთ ის რამდენიმე შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა, რომ გამოიწვიოს აკვარიუმის თევზების სიკვდილი.
პირველი, რასაც ნოვატორი თევზის მოყვარულები არ აქცევენ ყურადღებას - ეს არის წყლის პარამეტრები. მტკნარი, ან ხისტი წყალი ისევე გასნხვავებულად აღიქმება თევზისთვის, როგორც თქვენთვის თეთრი და შავი ფერი. თუ თქვენ მოათავსებთ თევზს არასწორი ტემპერატურის წყალში, თქვენი ბინადარი დიდხანს ვერ იცოცხლებს.
მეორე გავრცელებული შეცდომაა - ტემპერატურის იგნორირებაა. დამწყები დეკორატიული თევზის მოყვარულები თვლიან , რომ წყლის ტემპერატურაში ერთი-ორი გრადუსი სხვაობა თევზებს ზიანს არ მოუტანს. თევზები ადამიანები არ არიან, ისინი იმდენად მგრძნობიარეები არიან ტემპერატურის ცვალებადობასთან, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. ასე რომ, ერთი , ან ორი გრადუსით წყლის ცვალებადობა მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის +10 ან -10 გრადუსი.
მესამე შეცდომა - განათებასთან დაკავშირებული პრობლემებია. საქმე ისაა, რომ თევზების უმეტესობისთვის დღის შუქი გრძელდება 10-12 საათი. ადამიანებისთვის დღის შუქი შედარებით მოკლეა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. თუ თევზი არ იღებს საკმარის სინათლეს, მისი ბიოლოგიური საათი ირღვევა და ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, ჩვენი ახალი ბინადარი დაიღუპოს. ასე რომ, სამომავლოდ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ყოველივე ეს.
კიდევ ერთი მიზეზი თევზის სიკვდილისა, სხვადასხვა ჯიშების ერთ აკვარიუმში თანაცხოვრებაა. ეს არ ეხება მხოლოდ მტაცებელ, ან არამტაცებელ თევზს, არამედ პრობლემაა აზოტთან შეგუება. მაგალითად, არიან თევზები, რომლებსაც არ აქვთ აზოტთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ სხვები კვდებიან აზოტისგან მოწამვლით. ამ შემთხვევაში რჩევა ერთია- წინასწარ განსაზღვრეთ, რომელი სახეობის თევზის მოყვანას აპირებთ და შეისწავლეთ , თუ რა წყლის ტემპერატურაზე შეიძლება მისი ყოლა, ან როგორი ჟანგბადის რეგულაციაა მისთვის საჭირო. ასევე უნდა იცოდეთ, რომელი ჯიშის თევზების ყოლა შეიძლება ერთ აკვარიუმში.
კიდევ ერთი მიზეზი - სხვადასხვა ბევრი თევზის ერთ აკვარიუმში მოთავსებაა. ძალიან ხშირად ეგზოტიკური თევზების დამწყები მოყვარულები 12 სხვადასხვა სახეობის თევზს პატარა აკვარიუმში (50 ლიტრამდე) ათავსებენ, რასაც ემატება უამრავი წყლის მცენარეც. ამ შემთხვევაში თევზის სიკვდილის მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა და ამიაკით მოწამვლაა. ერთ თევზზე 3 ლიტრზე მეტი წყალი მოდის. ესაც მაშინ, როცა თევზი პატარაა, მის ზომასთან ერთად წყლის ლიტრაჟი იზრდება. ასე რომ, ეს ფაქტორიც გასათვალიწინებელია.
არასწორი კვება - ეს კიდევ ერთი მიზეზია თევზების დაღუპვის. აკვარიუმის თევზების დამწყები მოყვარულები რატომღაც თვლიან, რომ საკმარისია, თევზს ჩაუყარონ საკვები და "ყველაფერი კარგად იქნება". ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. თევზს მრავალფეროვანი კვება ესაჭიროება. თუ ისინი ყოველდღიურად მიირთმევენ მხოლოდ მშრალ საკვებს, შესაძლოა, კუჭის დისფუნქციით დაიხოცონ. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ეგზოტიკური ბინადრების მენიუ: კვებეთ ისინი, როგორც მშრალი საკვებით, ასევე მცენარეებით, მაგალითად ბევრ თევზს ძალიან მოსწონს სალათის წვრილად დაქუცმაცებული ფურცლები.
იმ შემთხვევაში, თუ არ გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის შესრულება, თქვენი საყვარელი თევზები დიდხანს იცოცხლებენ.