ალბანეთის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ პატოკში დაიჭირეს მგელი და დაამწყვდიეს გალიაში. გარეული ცხოველი მშიერი რომ არ ყოფილიყო, ხალხმა გადაწყვიტა საკვებად მოხუცი ვირი მიეყვანათ, რომელიც ძალიან დიდ ხანს ემსახურებოდა თავის პატრონს, თუმცა როდესაც დაბერდა და აღარ შეეძლო ტვირთის ზიდვა, პატრონისთვის ის "უვარგის ნივთად" იქცა.
როდესაც ეს მოხუცი ცხოველი შეიყვანეს მგლის გალიაში, ვირმა მხეცს თვალებში შეხედა, მგელიც თვალს არ აშორებდა მას. ვერავის შეუძლია თქვას რა უხილავი კავშირი მოხდა მათ შორის, თუმცა ფაქტია, რომ გარეულმა ცხოველმა ვირი დაინდო და არ შეჭამა.
რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გალიაში შეიხედეს, ვირი და მგელი, ერთმანეთის სიახლოვეს მშვიდად იდგნენ.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა ამ სრულიად განსვავებულ ცხოველებს შორის.
ფაქტია, რომ მშიერმა მგელმა დაინდო ვირი, მაგრამ ადამიანმა რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ეს საცოდავი ცხოველი, გარეულ ცხოველს "მიართვა" სადილად.
დედამიწაზე არცერთ ცხოველს არ შეუძლია ისეთი სისასტიკის და დაუნდობლობის ჩადენა, რასაც ადამიანების უმრავლესობა სჩადის.