ჰავაიზე კანონი მიიღეს, რომელიც ძაღლებს ხმამაღალ ყეფას უკრძალავს. წესრიგის დამცველებს უფლება ეძლევათ, ძაღლის პატრონები არა მხოლოდ დააჯარიმონ. არამედ განსაკუთრებით ხმაურიანი ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანონ.
მთავარი კრიტერიუმი ყეფის ხანგრძლივობაა – უკანონოდ ითვლება 10-წუთიანი გაუჩერებლად ყეფა. ასე რომ, ამიერიდან პოლიციელებს მოუწევთ
ხელბორკილისა და იარაღის გარდა, თან წამზომიც იქონიონ.
ძაღლებისთვის ერთი გამონაკლისი დაუშვეს, მათ არ დააჯარიმებენ, როდესაც ისინი კეთილი საქმისთვის ყეფენ. მაგალითად, როდესაც მათ პატრონს თავს ვინმე დაესხმება.
იმისთვის, რომ მეპატრონეებმა ოთხფეხა შინაური ცხოველი შეინარჩუნონ, მათ ძაღლების ფსიქოლოგებთან მიყვანა მოუწევთ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.