უაკაჩინას ოაზისი კურორტი გახლავთ პერუს უდაბნოში
ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა. უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“ იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
|