მონადირეების საყურადღებოდ - გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ექსპერტებსა და მეცნიერთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება გადამფრენ ფრინველზე - ტყის ქათამზე ნადირობის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების თაობაზე.
"აღნიშნული სახეობის ფრინველზე ნადირობა დაშვებული იყო ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე და ითვალისწინებდა მათ მოპოვებას გადაფრენის დროს (დღეში 7 ფრინველის ოდენობით) და არ ითვალისწინებდა ამ სახეობის მოზამთრე ფრინველზე ნადირობას. ამასთან, ამ სახეობის მოზამთრე ფრინველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მიგრანტისა. შესაბამისად, ტყის ქათამზე ნადირობის ვადა გაგრძელდა პირველ მარტამდე, ხოლო მისი მოპოვების დღიური ოდენობა განისაზღვრა