ცხოველების, მამლებისა თუ ძაღლების ჩხუბი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, "აკრძალულმა ხილმა" იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. სისხლიანი ტოტალიზატორების ეპიცენტრი ძირითადად თბილისია - ზოგს სპორტული ჟინი აქვს, ზოგს აზარტი, ზოგს კი ფულის შოვნის სურვილი
მატარებლის ვაგონში მგზავრებს ხშირად რჩებათ ნივთები - ზოგს მობილური ტელეფონი, ზოგს წიგნი ან სულაც ჩანთა, მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში, ქუინზის მეტროსადგურში იპოვეს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სატარებელი ნივთი არ არის. სკამის ქვეშ ერთ-ერთ მგზავრს... მკვდარი ზვიგენი დარჩა.
ამერიკულ ქალაქ უესტში, ჩატარდა ძაღლების სერფინგის პირველი ჩემპიონატი. ასეთი ივენთები ხშირად ტარდება წყნარი ოკეანის სანაპიროებთან და აი პირველად ამ ჩემპიონატით ძაღლები ატლანტიკურ ოკეანესაც შეხვდნენ.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი, სერიოზული პრობლემის– მშიერი მაიმუნების წინაშე აღმოჩნდა. ისინი ისე გათავხედდნენ რომ თავს ესხმიან ქუჩაში ადამიანებს და ძარცვავენ სახლებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!