ამერიკულ ქალაქ უესტში, ჩატარდა ძაღლების სერფინგის პირველი ჩემპიონატი. ასეთი ივენთები ხშირად ტარდება წყნარი ოკეანის სანაპიროებთან და აი პირველად ამ ჩემპიონატით ძაღლები ატლანტიკურ ოკეანესაც შეხვდნენ. მთლიანობაში მონაწილეების რაოდენობა 100 არ აღემატებოდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სტარტი უკვე მიცემულია. ჩემპიონატი ჩატარდა ადგილობრივ პლაჟ Jupiter Beach – ზე. ეს ამავე დროს იყო საქველმოქმედო კონკურსი, რომელშიც შეგროვებული მთლიანი თანხა გადაეცა მეზობელი დასახლების უსახლკარო ცხოველების თავშესაფარს. როგორც ხვდებით, ძაღლები საკუთარი ნებით ნაკლებად დათანხმდებოდნენ დაფებზე ცურვას, ამიტომ მათთან ერთად მათი მფლობელებიც ცურავდნენ, მართალია არც თუ ისე ხანგრძლივად….:) წარმოგიდგენთ ფოტოებს კონკურსიდან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!