”Carscoops”-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა კურიოზული ინციდენტი - ყველგანმავალმა "Toyota Land Cruiser SUV”-მა გადაარჩინა ანტილოპა ჰეპარდისაგან. ტურისტებით სავსე მანქანა მიუყვებოდა გზას კრიუგერის ეროვნულ პარკში, როდესაც მას გზა გადაუღობა ანტილოპების ჯოგმა, რის შემდეგაც ერთი მათგანი შეხტა მანქანის ფანჯარაში. ეს ისე უცბად მოხდა, რომ ადამიანებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. გარკვეული დროის შემდეგ მათ კარი გაუღეს ანტილოპას, რომელიც გაიქცა საწინააღმდეგო მიმართულებით. რამდენიმე ჰეპარდი მისდევდა ანტილოპათა ჯოგს, მაგრამ, როდესაც ერთი დევნილი გაქრა მათი მხედველობის არიდან, ყველანი გაჩერდნენ და უკან დაიხიეს. ვიდეოს ავტორი გოგონას სიტყვებით, ”იმ დღეს ჰეპარდები უვახშმოდ დარჩნენ”.
წყარო: http://news.ge/ge/news/story/59379-rogor-darchnen-hepardebi-uvakhshmod
|