თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს. დათვის ბელი საბა დღეს, 26 მარტს ზოოპარკში სამართალდამცველებმა მიიყვანეს. რაც შეეხება ზოოპარკში დაბადებულ ლომის ბოკვერებს, ლუკასა და მაკას, ისინი კარანტინში იმყოფებიან და მათზე ძიძა ზრუნავს. მტაცებელი ცხოველების ნაშიერებს დედობრივ მზრუნველობას პუდელის ჯიშის ძაღლი - დოდოლინა უწევს. უდედოდ დარჩენილ ცხოველებს ის უვლის და კვებავს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!