ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მგლები გამოჩნდნენ. ნადირმა სოფლის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ადგილობრივი მაცხოვრებლები
აცხადებენ, მგელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით
მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა და ოჯახებს დიდი ზარალი მიაყენა. მუნიციპალიტეტის გამგეობა და გარემოს დაცვის
სამინისტრო 12 მონადირის დაქირავებას აპირებს. იმ შემთხვევაში თუ
კონკრეტული მონადირე მოკლულ მგელზე შესაბამის მტკიცებულებას (გადაღებულ
ფოტოსურათს და სხვა) წარმოადგენს, მას 500 ლარს ადგილზე აუნაზღაურებენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!