მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მაისური 91 500 დოლარი ღირს. მაისური ნიანგის ტყავისგანაა დამზადებული. მამაკაცის პერანგი ნიუ-იორკში Hermes-ის მაღაზიაში იყიდება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფრანგული მოდის სახლი ნიანგის ტყავისგან ძვირადღირებულ სამოსს ქმნის. შარშან Hermes-ის მოდის სახლში ჩანთა შექმნეს, რომლის ღირებულებაც 1 980 034 დოლარი იყო. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში PETA თვლიან, რომ ”ეს უსამართლობაა”.
"მოდური კოლექცია სასტიკი გზით არ უნდა იქმნებოდეს. ცხოველები მხოლოდ იმისთვის იღუპებიან, რომ ძვირადღირებული აქსესუარები ვატაროთ. 4 ნიანგის სიცოცხლის ფასად 1 ხელჩანთა იკერება", - აღშფოთებას ვერ მალავენ ორგანიზაციაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!