მთავარი » 2013»მარტი»15 » თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა
19:07:54
თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა
თბილისის ზოოპარკში თეთრი ვეფხვის ბოკვერი გაჩნდა. როგორც "ამბები.გე"-ს ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დათო თაქთაქიშვილმა განუცხადა, ძუ ვეფხვმა, რომელსაც კამერონი ჰქვია, გუშინ ბოკვერი გააჩინა. "კამერონმა ერთი ბოკვერი გააჩინა და ბუნაგში ჰყავს. არ ვიცით, ახალდაბადებული ბოკვერის სქესი და ცოცხალია თუ არა. 2-3 დღეში გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა დათო თაქთაქიშვილმა. ბოკვერის დაბადების შესახებ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა. "რამდენიმე წუთის წინ, ჩვენმა თეთრმა ვეფხვმა - კამერონმა 1 ბოკვერი გააჩინა. მშობიარობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ნამატი მეტი იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ მშობიარობის პროცესი კარგად ჩაივლის და ბოკვერებიც ჯანმრთელები იქნებიან და მშობლები პატარების აღზრდის ამ საპასუხისმგებლო ამოცანას თავს წარმატებით გაართმევენ", - ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!