ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძაღლებისგან დაკბენილი შველი იპოვეს. გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მირზა ნოღაიდელის განცხადებით, შველი სოფელ ქოქოლეთის მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ მდინარეში იპოვა და გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა. ცხოველს დაზიანებები აქვს მარცხენა ფეხთან, აგრეთვე ზურგზე და კისრის არეში. შველი გარემოს დაცვის სამსახურმა ბათუმში გადაიყვანა, სადაც მას ზოოპარკთან არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოღაიდელის თქმით, მკურნალობის შემდეგ შველს, სავარაუდოდ, კვლავ ველურ ბუნებაში გაუშვებენ.
ახლა გავიდა სიუჟეტი, ესეც ბრაკონიერების ნამამაძაღლარია კარგით რა ვის ჯერა ახლა ეზოს გოშიებმა შველი დაიჭირეს და წყალში გადაგდეს, გაექცა ეტყობა მონადირეებს ან მგლების ხროვას სავსეა ქვეყანა მაგას ხო არ იტყვიან ჩვენტან მგელი ბალახს ჭამს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!