ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძაღლებისგან დაკბენილი შველი იპოვეს. გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მირზა ნოღაიდელის განცხადებით, შველი სოფელ ქოქოლეთის მცხოვრებმა მალხაზ ქოქოლაძემ მდინარეში იპოვა და გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა.
გასული წლის სექტემბერში, თბილისში ჩატარებული გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენციისთვის გაწეული ხარჯების მართლზომიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. შესაბამისი მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.
საქმე 2012 წლის 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "თბილისი+35" ეხება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით და დაფინანსებით გაიმართა და, რომლისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 1 მილიონ 623 ათასი ლარი დაიხარჯა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!