ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » გამოძიება გოგა ხაჩიძის საქმიანობით დაინტერესდა    

01:23:45
გამოძიება გოგა ხაჩიძის საქმიანობით დაინტერესდა
გამოძიება გოგა ხაჩიძის საქმიანობით დაინტერესდა
გასული წლის სექტემბერში, თბილისში ჩატარებული გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენციისთვის გაწეული ხარჯების მართლზომიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის. შესაბამისი მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.

საქმე 2012 წლის 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "თბილისი+35" ეხება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით და დაფინანსებით გაიმართა და, რომლისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 1 მილიონ 623 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა, უამრავი ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანება იკვეთება, რის გამოც ხარჯების კანონიერების შესწავლის მიზნით მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"ეს ის ღონისძიებაა, რომლითაც აგრერიგად ამაყობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ცნობილი "ეკოლოგი", კომპოზიტორი და შეთავსებით ფოტოგრაფი გოგა ხაჩიძე. მაშინ, როცა გაძვალტყავებული გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან სულ 12 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მინისტრმა აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად უზარმაზარი თანხა - 1 მილიონ 623 ათასი გამოჰყო. მოწვეული პირების ტრანპორტირებასა და მომსახურებაზე თანხები გარემოს დაცვის სამინისტრომ დახარჯა და უწყებამ ერთი კონფერენციისთვის მთლიანი ბიუჯეტის 20% გაიღო. კონფერენციას კი, ესწრებოდნენ სტუმრები მსოფლიოს
 უშორესი ადგილებიდან: პალაუს რესპუბლიკიდან, სვაზილენდის რესპუბლიკიდან, ბურკინა-ფასოდან, უგანდიდან, მავრიტანიიდან, სუდანიდან, კუბიდან და ასე შემდეგ. იკვეთება უამრავი დარღვევა-ნაკლოვანებები სტუმრების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების საქმეში, რასაც უკვე საგამოძიებო ორგანო დაადგენს", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ კონფერენციისთვის დაინიშნა მინისტრის პოსტზე და არა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ზედგენიძე, რადგან გოგა ხაჩიძეს არჩევნებში მონაწილეობის გამო, ერთი კვირით ადრე დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუხდა. 

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/72470-gamodzieba-goga-khachidzis-saqmianobith-dainteresda.html#ixzz2M8IxjkX3


წყაროhttp://www.ambebi.ge/samartali
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1345 | დაამატა: Admin | ტეგები: საქმიანობით, გამოძიება, გოგა, ხაჩიძის, დაინტერესდა | რეიტინგი: 3.7/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 ზურა333   (01.03.2013 20:26:35) [მასალა]
პოლიცია ნაციონალებს და მათ მხარდამჭერებს დაზდევს გინდა თუ არა იოცნებე თორემ დაგიჭერთო და სად ცალიათ მაგათ კანონის დასაცავად...

+2   Spam
10 Admin   (01.03.2013 11:50:08) [მასალა]
ადამიანის გენეტიკა ერთია ყველგან,გინდა საქართველოში,გინდა უცხოეთში. უბრალოდ რაც უფრო განუვითარებელია ქვეყანა, სიხარბე და სისასტიკე მატულობს. კანონმორჩილობას განვითარებულ ქვეყანაში კანონის აღსრულებით აღწევენ.როდესაც გარემოს წინააღმდეგ დანაშაული ქვეყანაში ქურდობაზე და კიდევ ბევრ დანაშაულზე დასჯადი იქნება, როდესაც ყოველ მოქალაქის შეგნებაში ჩადებ რომ ყველაფერზე უნდა დარეკო პოლიციაში, ვინ ოხერი მოკლავს რამეს? იქ მხოლოდ მონადირეს აქვს მოკლას და ისიც ლიმიტირებული, აქ კიდევ კურდღელს რომ დაინახავს ვინმე,არა აქვს მნიშვნელობა მონადირეა თუ არა, ყველა ვალდებულად თვლის თავს რომ თუნდაც ერთი ქვა ესროლოს. სწორედ კანონის აღსრულებამ უნდა მოიყვანოს შეგნება, ხოლო ხაჩიძე ჰიმნების წერის მეტს არ აკეთებდა რამეს და გარემოს დაცვის სამინისტროს დანგრევა გაფარჩაკებაში მასაც ლომის წილი აქვს შეტანილი სხვა მის წინამორბედებთან ერთად

+1   Spam
9 giohunt1982   (01.03.2013 11:15:07) [მასალა]
ხალხის შეგნებას, რაც შეეხება აქ ძალიან, ძალიან რთულად არის საქმე და ამიტომ, სანამ ის ბედნიერი დღე დადგება, როცა ყველა მიხვდება, რომ ეს ბუნება მისია და მისი შთამომავლობის და პირველი დამცველი, პატრონი თვითონ უნდა იყოს ბუნების. მანამდე ბუნებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან გონივრული მიდგომა და ბრაკების წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები და კონტროლი. ჩვენი თანამედროვე, საკადრო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ ამა თუ იმ დარგის, მენეჯმენტს(მენეჯერს) არ სჭირდება, იმ დარგში მუშაობის გამოცდილება და სპეციალობის ცოდნა,რომელ დარგსაც ის ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით სრული იდიოტობაა და ბევრჯერ დავრწმუნდით ამაში. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. პური მეპურემ, უნდა გამოაცხოს. მომღერალი და მედოლე, არ უნდა ინიშნებოდეს ასეთ თანამდებობაზე. ყველა საქმეს, ამ საქმის პროფესიონალი უნდა აკეთებდეს და მაშინ დგება დადებითი შედეგი. წინააღმდეგ შეთხვევაში, ჩვენდა სამწუხაროდ ვიღებთ იმას, რა მდგომარეობაც გვაქვს დღესდღეობით.

+3   Spam
8 butatino   (01.03.2013 10:52:01) [მასალა]
რა მაგარი ხალხი ვარტ ეს ქართველები არა? ადგებიან ახლა და ეჰე ეს აქცევდა ქვეყანასო იტყვიან და მოიფხანენ გულს მერე გააგრზელებენ ლიმიტის გადაჭარბებას, ფარით ნადირობას კვერცხებზე მწყერის კვლას, მარტო მინისტრის ცვლილება არ შველის საქმე ძმებო ხალხის შეგნება უნდა შეიცვალო, ქარტველები ოდიტგანვე რო ერთმანეტს წამენ და ბუნებას არ ინდობენ, შეცვალე კანონი თუ გინდა ახლა იმიზეზებენ ტურაზე ნადირობა აკრზალულიაო კაი რა ვინ აგვიკრზალა? ვისაც გვინდოდა კი ვაკეტებდით საქმე მასეთი მიზეზოები მერეც მასე იწუწუნებენ, ხალხი უნდა შეიცვალოს და მერე ეშველება ქვეყანას, არიქა მანოკმამოსპო მწყერიო, ვუყურებდი სხვადასხვა ქვეყნის ვიდეოს და ყველგან მანოკია რამაც გამაბრაზა მაგრამ ნადირობის დროს მონადირემ დააბა ზაღლი წავედით ლიმიტი შევასრულეთო და აი აქ უჯვე გამოჩნდა რა არის პრობლმა, ასე იზავს ქართველი კაცი? ცხრაჯერ დატენის ვაზნებს სანამ ბოლო მწყერამდე არ ამოჟლიტავს, აი ესაა პრობლემა და მითხარით ახლა ვინ ფიქრობს რო მარტალს არ ვამბობ?

0   Spam
7 ENUQICHI   (01.03.2013 06:23:11) [მასალა]
მაგენის დრო დამთავრდა, მარა არ ჩვენი დრო მოსულა ჯერ..საერთოდ უნდა მოიყვანო შრომა-წვალებით, აგერაა ამხელა საიტი, მოვამზადოთ, ვიმსჯელოთ და რაღაც-რაღაცეები ჩვენც გვეთქმის ხომ ასეა?
ყოველ შემთხვევაში აზრს მაინც გვკითხავენ და თუ რამე არ მოგვეწონება ჩვენს ნათქვამზე რეაგირება მაინც იქნება.
ესენი ყრუები იყვნენ ვინ გვისმენდა სად ეცალათ ფულის შოვაზე იყვნენ გადასულები რას გვაბოლებენ ელიტარული კორუფციის შესახებ ჩვენც ვიცით რაღაცეები, ატკატები არ გვიკეთებია მარა რაღაცა გვინახია ამ ცხოვრებაში

0   Spam
6 BAGMAN   (28.02.2013 21:23:38) [მასალა]
ტამტამზე და დოლზე დაკვრა როგორც იცოდა ისეთივე მინისტრი იყო, არც ერთში არ ვარგოდა! რაც ვერ დაადუღეს ,,აპარატებით,, დინამიტებით წყვეტდნენ შუაზე ალაზანს ამის ხელში. იმედია გასწორდება ყველაფერი

0   Spam
5 butatino   (28.02.2013 20:03:45) [მასალა]
ეეეეეეეჰ იმედია ამზადებენ გამოცჰნდება მალე რა კანონებს გაამზადებენ, იმედია ყველაფერი დალაგდება და ჩვენც გვექნება ევროპული დონე გარემოს დაცვაში, თორემ მეტი არარ სემიძლია ამდენი უმსგავსობების ატანა, მერე მე მივხედავ ჩემით არც მტაცებლებს დავინდობ და არც ბრაკონიერებს რამდენი დამაჯარიმებენ წავალ და იმდენჯერ მოვამტვრევ ფეხებს ბრაკონიერებს დენის აპარატებით და ფარებით რო დამამაძაღლობენ 25

0   Spam
4 giohunt1982   (28.02.2013 19:24:42) [მასალა]
ამისთანა, უვარგისი და უვიცი მინისტრი, გარემოს ჯერ არ ყოლია. თავის დროზე, კორუფციის ბრალდებით ყველაზე მეტი ხალხი მაგის, სამინისტროდან დაიჭირეს. ამას კი კაცობა არ ეყო გადამდგარიყო. რა ძალა აქვს ნეტავ, ამისთანა? ამ სკამებს, რომ უღირთ მთელი საქართველოსგან ჯიშ-ჯილაგის ხსენებად.

0   Spam
3 ENUQICHI   (28.02.2013 19:17:25) [მასალა]
ასე არ ტაშფანდურობდნენ და შოულობდნენ ფულს, ნელ-ნელა აღსდგება სამართალი და იქნებ მერე ჩვენ საქმესაც ეშველოს.
12 ათას ლარიან დანგრეულ შენობას, ბიუჯეტი რო შევზებულიყო ბიზნესმენებს 500 ათასად ყიდვას აიძულებდნენ. ეხლა ასეთ ბიზნესს ეცალა ნადირობისთვის? ამიტომ ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთმანეთზე, როცა არჩევნები ახლოვდებოდა ყველას მოგიწოდებდით გაგვეკეთებინა სწორი არჩევანი გახსოვთ, ალბათ ბევრმა თქვენგანმა გაააკეთა კიდეც.
ამით პასუხისმგებლობაც ავიღედ რომ ახალ მთავრობას არ მივცეთ საშუალება დაემსგავსოს ძველს. ამიტომ ვწეროთ ნაყოფიერად, შემოვლენ და შემოდიან დამიჯერეთ, კითხულობენ ყვე;ლაფერს და ამზადებენ სანადირო კანონმდებლობას

0   Spam
2 nugomonadire   (28.02.2013 19:07:30) [მასალა]
ამა ვაჟბატონს ტატამზე და დოლზე დაკვრის მეტი არაფერი უკეტებია მეგონა მე თავისი მინისტრობის დროს და თურმე ფულებიც უჭამია უკანონოდ ხედავ? 25

0   Spam
1 joksa   (28.02.2013 14:03:49) [მასალა]
23 23 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика