როგორი იქნება 2013 წელი
მსოფლიო. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953,
1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების
წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად
წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს
შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და
პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა.
საზოგადოდ,
გველის წელიწადი ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელი ცვლილებებით და წყლის
სტიქიის გავლენისას (2013 წლის სტიქია სწორედ წყალია) პროცესები ისე
სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი გაცნობიერებასაც
ვერ ასწრებს.
2013 წელს მოვლენები, ერთი შეხედვით, უჩუმრად,
პასიურად განვითარდება, რაც ბევრს დაუკარგავს საფრთხის რეალურად შეფასების
უნარს და გაზრდის დანაკარგების ალბათობას. პროცესების კონტროლი და მართვა -
ეს ის უნარებია, რომლებიც 2013 წელს ბევრ ადამიანს მიზნის მიღწევაში
დაეხმარება. 2013 წელს ის ქვეყნები მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც
ეფექტიანად შეძლებენ წინა წელს დაწყებული ცვლილებების გაგრძელებას. მსოფლიო
ეკონომიკა უფრო მერყევი და ნაკლებად სტაბილური გახდება, ეს შეეხება როგორც
განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში
აღმოჩნდებიან ის სახელმწიფოები, რომელთა მმართველები მოულოდნელად შეცვლილ
ვითარებას ალღოს ვერ აუღებენ.
საქართველო.
გაგრძელდება ყველა ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილება, რომლებიც 2012 წლის
ბოლოს დაიწყო. მწვავე დაპირისპირება ნაკლებად არის მოსალოდნელი, ამას უფრო
ინტრიგების, ფარული მტრობის ფორმა ექნება.
2013 წელს მოსალოდნელია
ახალი ურთიერთობების დაწყება და ძველი კავშირების აღდგენა როგორც პირად,
ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. აქამდე აქტიური ბევრი პოლიტიკური თუ
საზოგადოებრივი მოღვაწე ჩრდილში მოექცევა და გამოჩნდებიან ახალი "სახეები".
თუმცა შესაძლოა აქტიური მოღვაწეები ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013
წელს ადამიანები გველის მსგავსად "ტყავს შეიცვლიან" და ახალი იმიჯით
წარუდგებიან საზოგადოებას.
პოლიტიკა. პოლიტიკურ
სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) მოსალოდნელია ბევრი
ცვლილება, ამიტომ საჭიროა გველის წლისთვის დამახასიათებელი დადებითი
თვისებების გამოვლენა - გამჭრიახობა, ინტუიციურობა და ლავირება.
სახელმწიფოებრივ
დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება ერთი შეხედვით გაუგებარი და
უსიამოვნო სიურპრიზებითაც. არ არის გამორიცხული, მიიღონ პარადოქსული
კანონები და გაიცეს ბუნდოვანი დაპირებები, რაც ხალხში უკმაყოფილებას
გაზრდის. თუმცა, თუ ხელისუფლება საჭირო ცვლილებებს სწრაფად განახორციელებს,
შეძლებს მოსახლეობის გულის მოგებას. საქართველოს ხელისუფლება უნდა
შეეცადოს, წინ აღუდგეს მისკენ მიმართულ ინტრიგებსა და ფარულ მტრობას, რაც
2013 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის
საზღვრებს გარეთ.
საზოგადოება. 2013 წელს
საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება, რადგან
მოიმატებს სამართლიანობის განცდა, ჩრდილში მოექცევიან ის ადამიანები,
რომლებიც ვერ გააცნობიერებენ, რომ პირდაპირი და აქტიური წინააღმდეგობა
უპერსპექტივოა და საჭიროა მეტი დიპლომატიურობა. არ არის გამორიცხული,
გააქტიურდნენ რელიგიური სექტები, საიდუმლო ორგანიზაციები თუ ორდენები, რაც
გარკვეულწილად გაზრდის დაპირისპირების ალბათობას.
კრიმინოგენური ვითარება. 2013 წელს კრიმინალის შემთხვევები მოიმატებს და ეს უკვე მარტსა და აპრილში იქნება თვალსაჩინო.
არ
არის გამორიცხული, ვიხილოთ მთელი რიგი დაკავებებისა, რომლებიც
თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ
დანაშაულთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს ორგანიზებული დანაშაულის
რიცხვიც, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება შესამჩნევი, თუმცა
გამკაცრდება კანონმდებლობა საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა მიმართ. 2013 წელს მოიმატებს ფინანსური
თაღლითობისა და კომპიუტერული დანაშაულის რაოდენობაც, ამიტომ, საჭირო იქნება
საქმიანი ინფორმაციის (პაროლების, პლასტიკური ბარათების, პინ-კოდების)
საგულდაგულოდ შენახვა.
ეკონომიკა. საქართველოში
ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოსალოდნელია ახალი სამუშაო
ადგილების შექმნა, ინვესტიციების შემოსვლა. მნიშვნელოვანი ცვლილებები
დაიწყება სოფლის მეურნეობაში, რაც ადამიანებს უფრო გაუადვილებს
პერიფერიებში ცხოვრებას. დადებითი ძვრებია მოსალოდნელი სამშენებლო
საკითხებში, განსაკუთრებით დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული
პროექტების მიმართ.
წარმატებას მიაღწევენ შემოქმედი ადამიანები -
პოეტები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები (გველს დახვეწილი გემოვნება
"აქვს" და ამიტომ, ნიჭიერ ადამიანებს "მფარველობს"), აგრეთვე, ისინი, ვინც
დაკავებულია ანალიზით, სოციოლოგიითა და ახალი სწავლების დანერგვით.
ფინანსები. გველი
ძალზე ფრთხილად უდგება ფინანსურ საკითხებს. მას არ მოსწონს, როცა დიდი
თანხები იხარჯება გართობისა და ფუფუნებისთვის, ამიტომ, უმჯობესია, მოხდეს
ყველა ხარჯის საგულდაგულოდ გათვალისწინება. მართალია, ფინანსური
შემოსავლები შეიძლება მაღალი არ იყოს, მაგრამ მათ სტაბილური ფორმა ექნება,
რაც ადამიანებს თანხის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
შოუბიზნესი, მოდა.
2013 წელს პომპეზური ღონისძიებების რიცხვი მკვეთრად შემცირდება. ამ მხრივ
გველს არ უყვარს თავის გამოჩენა - სიმშვიდე ურჩევნია. ამიტომ 2013 წელს
შოუებს და დღესასწაულებს არ უნდა ველოდოთ.
თუმცა მოდა 2013 წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება ახალი სიახლეებითა და საინტერესო გადაწყვეტებით.
ჯანმრთელობა. 2013
წელს ადამიანებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ნერვულ სისტემაზე, რადგან
მოიმატებს ნერვული, აგრეთვე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების
რიცხვი.
რამაზ გიგაური ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
წყარო: http://www.ambebi.ge/mozaika/68475-rogori-iqneba-2013-tseli.html
|