დათო ევგენიძე, კომპოზიტორი, მუსიკოსი : -
საქართველოს ყველა კუთხეში ძალიან ბევრი საახალწლო ჰიმნი გვაქვს! ჩვენი
საშობაო საგალობლები, ეს იგივე საახალწლოებია... შეიძლება ჰიმნად ძნელია
რომელიმე აღვიქვათ, რადგან ჩვენი საშობაო სიმღერები საგალობლის ფორმის და
შინაარსის არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება? _ პირიქით, მიმაჩნია რომ ჩვენი
ჰიმნი სწორედ რომ საგალობელია _ "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა
ბეთლემსაო და.. ო ჰო ჰოი ჰოი ალილო"
_ ეს საშობაო არ არის?
_ ახალი წელი აბა რას ნიშნავს?! ეს ამ დღის ქრისტეს შობიდან განახლებას ვზეიმობთ.
კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე, კახა ცაბაძე:
- ქრისტეშობა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ახალი
წელი ზოგს
ზამთრის
სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის
შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს.
ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ.
ოჯახებში
აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე
მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს.
ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი
ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ:
მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ
ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის
კვერს
მსოფლიო. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953,
1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების
წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად
წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს
შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და
პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!