კალიფორნიაში მცხოვრები კულჯიანების ოჯახის მცდელობა, საკუთარი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისგან ეხსნათ, ტრაგიკულად დასრულდა. ოჯახი ღრუბლიან დილას სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც მათი ძაღლი, ფრანი ტალღებში გაუჩინარდა. ფრანის გადასარჩენად ჯერ კულჯიანების უფროსმა შვილმა, გრეგორიმ შეცურა, მოგვიანებით კი მას მშობლებიც მიყვნენ. ზღვის უეცარი მომძლავრება და 10 ფუტიანი ტალღები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
მშობლების ცხედარი ზღვამ იმ დღესვე გამორიყა, გრეგორის კი ჯერაც ეძებენ, თუმცა მისი გადარჩენის შანსი არ არის. რაც შეეხება ძაღლს, იგი გადარჩა და უკანვე, ნაპირზე გამოცურა.
კულჯიანების ოჯახის ტრაგიკული ისტორია სოციალურ ქსელი "ტვიტერის" დღის "ყველაზე ნახვადი" სიახლე გახდა, იგი 1300 ადამიანზე მეტმა გააზიარა. ხოლო პიროვნებას, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ყველაფერი ძაღლის "მოწყობილი" იყო, განრისხებული მომხმარებლები ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში ჩივილით ემუქრებიან.
მომზადებულია hosted.ap.org-ის მიხედვით.