ახალი მსოფლიო რეკორდი აპნოეში (სტატიკურ მდგომარეობაში მინიმალურ სიღრმეზე უჰაეროდ ყოფნა) 35 წლის გერმანელმა ფრიდაივერმა ტომ სიტასმა დაამყარა. სიტასი რეკორდის აწ უკვე ყოფილ მფლობელს, ბრაზილიელ რიკარდო ბახის, ჩინეთში დაუპირისპირდა.

ბახის რეკორდი 20 წუთი და 21 წამი იყო, სიტასმა კი წყალქვეშ უჰაეროდ 22 წუთი და 22 წამი გაძლო. ჩაყვინთვის წინ სიტასი დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში შიმშილობდა, რათა ორგანიზმში მეტაბოლიზმი შეემცირებინა. შემდეგ კი გარკვეული დროის განმავლობაში სუფთა ჟანგბადს სუნთქავდა. თურმე ამის გარშე ასე დიდხანს წყალქვეშ გაჩერება შეუძლებელია. ასეთი მომზადების გარეშე სიტასი წყალქვეშ უჰაეროდ მხოლოდ და მხოლოდ 10 წუთსა და 12 წამს ძლებს. ფრიდაივერის ასეთი ნიჭი აღმოაჩინა მისმა მწვრთნელმა, რომელმაც ტომს აპნოეს ხელოვნება ასწავლა. ახლა ტომის ფილტვები ჩვეულებრივი ადამიანის ფილტვებზე 20 პროცენტით დიდია.
ეს ვიდეო 2007 წლის აგვისტოშია გადაღებული
ეს ვიდეო კი 2009 წელს არის გადაღებული
წყარო :