ანზორ თოთაძე: "ამის შესახებ ჯერ არ გამიგია და არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ ქუთაისში 3000 ჩინელი ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს. ყოველივე ძალიან ცუდად მენიშნა, რადგანაც შარშან პრეზიდენტმა აღნიშნა-ქუთაისში 500 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროსო. ამჟამად ამ ქალაქში 194 000 კაცი ცხოვრობს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაზიკასაც ვაშენებთ. ასევე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ბათუმში 450 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ეს ქალაქები ასე გაიზარდოს მოსახლეობით. სოფლის მოსახლეობა რომ ავყაროთ და ამ ქალაქებში ჩავასახლოთ, მაინც არ იქნება საკმარისი.
ვიცით, თუ როგორი გამრავლების უნარის მქონენი არიან ჩინელები. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეა, ქართველებმა უნდა გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!